თავაძე ამბროსი გიორგის ძე (10. IX. 1900, მთისძირი, ახლანდვანის მუნიციპალიტეტი, – 5. V. 1961, თბილისი), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1955), პროფესორი (1958). დაამთავრა სამტრედიის გიმნაზია (1921), თსუ-ის პედაგოგიური ფაკ-ტის ფილოსოფიის განყ-ბა (1926). 1926– 31 მუშაობდა სკოლის მასწავლებლად, 1931–38 იყო თსუ-ის თანამშრომელი, 1958-იდან გარდაცვალებამდე – პროფესორი. შეთავსებით იყო თსუ-ისა (1944) და საქართვ. მეცნ. აკად. ფილოსოფიის ინ-ტის (1945–53) სწავლული მდივანი.
თ-ის მოღვაწეობის ძირითადი სფეროები: ესთეტიკა და ესთეტიკის ისტორია, რელიგ. ფილოსოფია.
თხზ.: მშვენიერების პრობლემა პლატონის ფილოსოფიაში, თბ., 1938; რელიგია და იდეალიზმი, თბ., 1936; ი. ჭავჭავაძის ფილოსოფიური და ესთეტიკური შეხედულებანი, თბ., 1954; ხელოვნების ხალხურობისა და იდეურობის საკითხი ბელინსკის ესთეტიკაში, თბ., 1959.
დ. კალანდაძე.
თავაძე გიორგი გრიგოლის ძე (დ. 21. VI. 1955, ლანჩხუთი), სპორტსმენი, ფეხბურთელი. საერთაშ. კლასის სპორტის ოსტატი (1981). დაამთავრა თსუ (1977). თამაშობდა ლანჩხუთის "გურიაში" (1972– 78), ქუთაისის "ტორპედოში" (1983–84), იყო თბილ. "დინამოს" ნახევარმცველი და მცველი (1979– 82). უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 75 მატჩი (4 გოლი). 1981 თბილ. "დინამოს" შემადგენლობაში მოიპოვა ევრ. ქვეყნების თასის მფლობელთა თასი. დასახელებული იყო სსრკ-ის 33 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის.
გიორგი ვახტანგის ძე თავაძე გიორგი ვახტანგის ძე (1882, სოფ. ზემო ხეთი, ჩოხატაურის რ-ნი, – XX ს. II ნახ., საფრანგეთი), საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალი (1921). მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904–05) ომში. 1913 მსახურობდა კავკ. მსროლელ პოლკში, მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914–18), სადაც დაიჭრა; 1918– 21 იყო ქართ. ჯარში. მსახურობდა სამხ. სამინისტროში, მეთაურობდა ქართ. ლეგიონს. თავი გამოიჩინა საქართველო-სომხეთის 1918 ომის დროს. 1921 ემიგრაციაში წავიდა.
დაჯილდოებულია წმ. ანას IV ხარისხის ორდენით.
ლიტ.: კვინიტაძე გ., მოგონებანი (1917–21), ტ.1, თბ., 1998.
ლ. დოლიძე
თავაძე გიორგი მერაბის ძე (დ. 5. III. 1962, თბილისი), რეჟისორი, ს. ახმეტელის სახ. (2005) და კ. მარჯანიშვილის სახ. (2010) პრემიების ლაურეატი. 1990 დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწ. უნტი (რ. სტურუას შემოქმედებითი სახელოსნო); 1999–2000 იყო შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. თეატრის, ხოლო 2001–06 – ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახ. სახელმწ. დრამ. თეატრის რეჟისორი, 2006– 13 – თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. თ-ის დადგმებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: რუსთაველის თეატრში – ი. სამსონაძის "იქ სადაც ღვარად მოედინება" და "აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე" (ამავე სპექტაკლის დადგმა ბათუმის თეატრში აღინიშნა წლის საუკეთესო რეჟისორის დიპლომით); თ. ჭილაძის "ნახვის დღე" (რ. სტურუასთან ერთად); ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. დრამ. თეატრში – ვ. სიხარულიძის "გარეუბნის მარტოსახლი"; სამეფო უბნის თეატრში (რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიცაა), ლ. ბუღაძის "ნუგზარი და მეფისტოფელი"; ბათუმის დრამ. თეატრში – ი. სამსონაძის "საღამოს ბაღში, როგორც სიზმარში", თ. ჭილაძის "ჭალას ჩიტი ჩამკვდარიყო" (ვ. ბერიძესთან ერთად). ბათუმის მუს. ცენტრის ბავშვთა და მოზარდთა საოპერო თეატრში დადგა საოპერო სპექტაკლი ვ. ბელინის "მონტეგები და კაპულეტები". მონაწილეობდა კულტ. საერთაშ. ბაზრობა "კავკასია 2007-ში", სადაც დაჯილდოვდა რეგიონის საუკეთესო რეჟისორის სერტიფიკატით.
თავაძე გიორგი ფერდინანდის ძე (დ. 6. XII. 1945, თბილისი), მეტალურგი. საქართვ. მეცნ. ეროვნული აკად. წ.-კორ. (2009), ტექ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (2002). 1967 დაამთავრა სპი-ის მეტალურგიის ფაკ-ტი, ლითონმცოდნეობისა და ლითონების თერმული დამუშავების სპეციალობით. 1967 მუშაობა დაიწყო საქართვ. მეცნ. აკად. მეტალურგიის ინ-ტში (ახლანდ. ფ. თავაძის სახ. მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინ-ტი). 1992–2004 მუშაობდა საქართვ. თავდაცვის სამინისტროს ტექ. სამმართველოს უფროსად; 1998–2002 – საქართვ. შეიარაღებული ძალების გენ. შტაბის სტრატეგიული დაგეგმარებისა და სამეცნ.-ტექ. კვლევების მთ. სამმართველოს უფროსად. 2002–04 იყო საქართვ. თავდაცვის გ. ფ. თავაძე. სამინისტროს კვლევებისა და ტექნოლოგიების ცენტრის უფროსი, 1997–2005 კი – NATO-ს კვლევებისა და ტექნოლოგიების ორგანიზაციისა და სახმელეთო შეიარაღების ჯგუფის ეროვნ. კოორდინატორი. 2005 აირჩიეს საქართვ. საინჟ. აკად. ნამდვილ წევრად. 2006 ამერიკის ბიოგრაფიული საზ-ბის მმართველ რედაქტორთა საბჭომ მიანიჭა მასალათმცოდნეობის ექსპერტის წოდება. 2006-იდან მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინ-ტის დირექტორია.
თ-ის სამეცნ. კვლევის მიმართულებებია: ამორფული და წვრილკრისტალური მასალების მიღება; ლითონური ნალღობიდან ზესწრაფი წრთობით თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზის (თმს) ტექნოლოგიით A–15 ტიპის ლითონური და მაღალტემპერატურული კერამ. ზეგამტარი მასალების მიღება; თმს ტექნოლოგიით ბორისა და მისი ნაერთების მიღება და კვლევა.
არის საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1988). მინიჭებული აქვს პოლკოვნიკის წოდება და (1996) დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. 2013 მიენიჭა გიორგი ნიკოლაძის პრემია.
თხზ.: Получение специальных материалов методами самораспространяющегося высокотемпературного синтеза, Тб., 2011 (თანაავტ. А.С. Штепнберг).
თავაძე დავით ელიზბარის ძე (1916, სოფ. აცანა, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 20. VI. 1979, თბილისი), საბჭოთა კავშირის გმირი (19. VIII. 1944); მფრინავი, მაიორი. 1936 დაამთავრა ბათუმის აეროკლუბი, 1938 გაიწვიეს საბჭ. შეიარაღებულ ძალებში. II მსოფლიო ომის (1939– 45) დროს იბრძოდა ჩრდ. კავკასიაში, ვოლგაზე, ტამანის ნ.-კ-ზე, ნოვოროსიისკთან, იალტასთან, ფეოდოსიასთან, სევასტოპოლთან. საჰაერო ბრძოლაში მოპოვებული წარმატებისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება (მისი ხელმძღვანელობით ესკადრილიამ განახორციელა 1227 საბრძოლო გაფრენა). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, საბრძოლო ორდენები და მედლები, მ. შ. წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენი.
ტ. ჩინჩილაკაშვილი.
თავაძე დიმიტრი მათეს ძე (6. II. 1911, სოფ. ზემო ხეთი, ჩოხატაურის რ-ნი, – 6. III. 1990, თბილისი), საქართვ. სახ. მხატვარი (1967), სტალინური პრემიის ლაურეატი (1951). 1930 დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია. მისი პედაგოგები იყვნენ ე. ლანსერე, გ. გაბაშვილი, ი. შარლემანი, ჰ. ჰრინევსკი. 1930–52 იყო შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. დრამ. თეატრის მხატვარი, 1952–76 – მთავარი მხატვარი. მუშაობდა აგრეთვე თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრსა და ვ. სარაჯიშვილის სახ. საოპერო სტუდიაში.
გააფორმა სპექტაკლები: დ. კლდიაშვილის "შემოდგომის აზნაურები" (1936), ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები" (1949, სტალინური პრემია, 1951), ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ქვრივი" (1952), ჯ. ფლეტჩერის "ესპანელი მღვდელი" (1954), პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი" (1959), პ. კოჰოუტის "როცა ასეთი სიყვარულია" (1959) – შოთა რუსთაველის სახ. თეატრში; მ. ბარათაშვილის "ჭრიჭინა" (1954) – კიევის ლ. უკრაინკას სახ. დრამ. თეატრში; გ. ქელბაქიანის "ახალგაზრდა მასწავლებელი" (1955) – მოსკოვის ა. პუშკინის სახ. დრამ. თეატრში; კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი" (1959) – ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. დრამ. თეატრში და სხვ. თ-ის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია პირობითი ხასიათის კონსტრუქციული დანადგარებისა და ყოფით-ილუზორული ელემენტების შერწყმა, ნახატის გრაფ. სიმკვეთრე და ფერთა დეკორ. შეხამება. თ-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართ. თეატრის მხატვრობის განვითარებაში 50-იან წლებში, ნატურალისტურ ტენდენციებთან ბრძოლის საწყის ეტაპზე.
ლიტ.: ა ლ ა დ ა შ ვ ი ლ ი ნ., დიმიტრი თავაძე, თბ., 1986; კ ი კ ნ ა ძ ე ვ., მხატვარ-რეალისტი, «დროშა», 1963, №12; კ უ ხ ი ა ნ ი ძ ე ტ., დიმიტრი თავაძის შექსპირიანა, «თეატრალური მოამბე», 1975, N4.
ქ. კინწურაშვილი.
თავაძე ილია ყაისარის ძე (26. XII. 1905, სოფ. ნატანები, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 9. XI. 1973, თბილისი), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1965), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967). სკკპ წევრი 1931-იდან. დაამთავრა მოსკ. პედ. ინ-ტი (1934). 1938-იდან იყო საქ. კპ ცკის მდივანი აგიტაციისა და პროპაგანდის დარგში, 1943–46 – სა ქართვ. სახელმწ. კონტროლის სახ. კომისარი, 1946–49 – სსრკ საელჩოს პირველი მდივანი პარიზში, 1951–53 – სსრკ ელჩი სირიასა და ლიბანში, 1953–55 – სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის განყ-ბის გამგე, 1955–73 – შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის რექტორი. საქ. სსრ I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საქ. კპ ცკ-ის წევრი (1938–47), ცკ-ის ბიუროს წევრი (1938–43). იკვლევდა მატერიალ. დიალექტიკისა და მარქსისტული ესთეტ. პრობლემებს. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: მშვენიერების პრობლემა მარქსამდელი ესთეტიკის ისტორიაში, თბ., 1962; მხატვრული გემოვნების აღზრდის საკითხისათვის, თბ., 1961; О категориях материалистической диалектики, «ფილოსოფიის ინ-ტის შრომები», 1957, ტ. 7.
თავაძე მერაბ შალვას ძე (დ. 29. VII. 1942, თბილისი), მსახიობი და რეჟისორი. საქართვ. სახ. არტისტი (1982). 1963 დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო, ხოლო 1979 – კინოსარეჟისორო ფაკტი (ო. იოსელიანის სახელოსნო). 1963–80 შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. თეატრის მსახიობი იყო, 1979-იდან – კინოსტუდია "ქართული ფილმის" დამდგმელი რეჟისორი. 1992 მეუღლესთან – ი. გიგოშვილთან ერთად დააარსა "სამეფო უბნის თეატრი" და წლების განმავლობაში არის მისი უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი. თ-ის მიერ რუსთაველის თეატრში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: დათო (ვ. როზოვის "ვახშმობის წინ"), ლაშიკო (გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა"), ბობენი (ე. ლაბიშის "ჩალის ქუდი") და ლიზანდრი (უ. შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარი", პერდიკანი ( ა. მიუსეს "სიყვარული სახუმარო არ არის"); მარჯანიშვილის თეატრში – თარაშ ემხვარი [კ. გამსახურდიას "მთვარის მოტაცება" (მიწვეული მსახიობის რანგში)], იპოლიტი (ჟ. რასინის "ფედრა") და სხვ. მის მიერ შესრულებულ როლებს ახასიათებს უშუალობა, სცენური მომხიბვლელობა. გადაღებულია კინოფილმებში: "დრო იწურება განთიადზე" (მოსფილმი, 1965), რუსტამი და სუხრაბი ("ტაჯიკ ფილმი", 1970), "ბატერფლაის დაბრუნება" (დოვჟენკოს კინოსტუდია, 1983), "მყუდრო სავანე" (რეჟ. კ. ღლონტი, 1970), "თოჯინები იცინიან" (რეჟ. ნ. სანიშვილი, 1964). საერთაშ. აღიარება მოიპოვა თ-ის მიერ გადაღებულმა ფილმებმა: "ოკეანე" (გრან-პრი საზღვაო ფილმების საერთაშ. ფესტივალზე, ვილნიუსი, 1976), "მაცგი" (1982, 5 ჯილდო ევრ. ხუთი ქვეყნის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე), "მე დავბრუნდები" (1982), "ბრავო, ალბერ ლოლიშ" (1987, პრიზი მოსკოვის საერთაშ. ფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისათვის, 1988), "ფესვები" (1999), "ხვეული კიბით" (2001, მთ. პრიზი ანაპის საერთაშ. კინოფესტივალზე საუკეთესო გამოსახულებისა და ოპერატორული ნამუშევრისათვის); "წინაპართა ნაკვალევზე"(1990). თ-ის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: "მოვედ სიყვარულისათვის" (რუსთაველის თეატრი, 1991), "შუშანიკის წამება" (1997) და "დრო და ჟამი" (1996; ორივე "სამეფო უბნის" თეატრი); გერმ. რეჟისორებთან (გ. ზევილდი და მ. კნისბეგი) ერთად ქ. ესენის "გრილო-თეატრში" წარმოადგინა სპექტაკლი "ოიდიპოს მეფე – ოიდიპოსი კოლონოსზე" (1993).
ლ. შენგელია
თავაძე ნიკოლოზ (ნიკა) მერაბის ძე (დ. 8. V. 1970, თბილისი), მსახიობი და რეჟისორი. ი. გოგება შვილისა (1993) და კ. მარჯანი შვილის სახ. (2000) პრემიების ლაურეატი. 1991 დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტი (შ. გაწერელიას ჯგუფი). 1994–97 მუშაობდა "სამეფო უბნის თეატრის" დაარსებაზე. ამავე თეატრში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: რემი (ი. მისიმას "ჩემი მეგობარი ჰიტლერი"), ნუგზარი (ლ. ბუღაძის "ნუგზარი და მეფისტოფელი"; საქართვ. თეატრ. საზ-ბის ყოველწლიური პრემია – მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის), მამაკაცი ("აქ, ამ სავანეში"); ბრიკი (ტ. უილიამზის "კატა თუნუქის გახურებულ სახურავზე") და სხვ. ამავე თეატრში დადგა ფ. ვებერის "კონტრაქტი", 2007 და ს. მროჟეკის "სტრიპტიზი", 2012. 2000იდან კ. მარჯანიშვილის თეატრის წამყვანი მსახიობია. ამ თეატრში შესრულებული როლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: იუდა (მ. ბულგაკოვის "პილატე"), ურიელ აკოსტა (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა", 2006), ობერონი (უ. შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარი", 2006), ქაქუცა ჩოლოყაშვილი (გ. ქართველიშვილის "ქაქუცა ჩოლოყაშვილი", 2007), ფერნანდო (ე. გლანსერანი "გრონჰოლმის მეთოდი", 2013) და სხვ. გადაღებულია არაერთ ქართ. და საზღვარგარეთულ კინოფილმში, მ. შ. აღსანიშნავია: "იავნანამ რა ჰქმნა" (1993), "ბრავო, ალბერ ლოლიშ" (1997), "ხვეული კიბით" (რეჟ. მ. თავაძე, 2001; 2004 დაჯილდოებულია კიევის საერთაშ. ფესტივალზე "სტოჟარის" პრემიით, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის), "რენე მიდის ჰოლივუდში" (რეჟ. ა. ცაბაძე, 2010, ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის) და სხვ.
თავაძე რობერტ გერონტის ძე (24. IV. 1930, თბილისი, – 16. IV. 2004, იქვე), საბჭოთა გენერალ-ლეიტენანტი (1979). 1948 დაამთავრა სსრკ სამხ.-საჰაერო ძალების სპეცსკოლა, 1951 – ვლადიკავკაზის სამხ.-საავტომობილო სასწავლებელი, 1970 – სსრკ შეიარაღებული ძალების გენშტაბის კ. ვოროშილოვის სახ. სამხ. აკადემია, 1973 – ლენინგრადის ზურგისა და ტრანსპ. სამხ. აკადემია. 1951-იდან მსახურობდა შორეულ აღმოსავლეთში, 3 წელი – ჩინეთში, შემდეგ – მოლდავეთში, უკრაინაში, 1970-იდან – ამიერკავკასიის სამხ. ოლქში, 1976-იდან შორეულ აღმოსავლეთში. 1985–88 იყო შორეული აღმოსავლეთის მიმართულების ჯარების მთ. სარდლის მოადგილე, 1992–95, 1998–99 – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, 1999–2004 – საქართველოს პარლამენტის წევრი. არის ვახტანგ გორგასლის ორდენის სრული კავალერი (2000).
ლ. დოლიძე
თავაძე რუბენ მათეს ძე (1903, სოფ. ზემო ხეთი, ჩოხატაურის რ-ნი, – 1941, ქ. ქერჩი), მოქანდაკე. სწავლობდა თბილ. სამხატვრო აკადემიაში (1924–29), 1934-იდან – ლენინგრადის ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტ. ინ-ტში. პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილ. სამხატვრო აკადემიაში. იყო საქართვ. მხატვართა კავშირის თავ-რე (1938– 40). მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. დაიღუპა ქერჩის მისადგომებთან. ძირითადი ნამუშევრები: კომპოზიტორი ზ. ფალიაშვილი (1938, თაბაშირი, თბილ. კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზის ფოიე), ა. წულუკიძე (ქვა, 1935, ქუთაისი), ბ. ძნელაძე (ბრინჯაო, 1930, ალექსანდრეს ბაღი, ახლანდელი ლეონიძის სახ. ბაღი კ. მერაბიშვილთან ერთად, თბილისი, ამჟამად აღებულია). თ-ის სხვა ნამუშევრები ინახება შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში.
თავაძე ფერდინანდ ნესტორის ძე [8 (21). V. 1912, გორი, – 19. XI. 1989, თბილისი], მეტალურგი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1960). ტექ. მეცნ. დოქტორი (1947), პროფესორი (1947), სა ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1962). ქართ. ენციკლოპედიის დაარსების დღიდან გარდაცვალებამდე იყო მისი მთ. სარედაქციო კოლეგიის წევრი. 1936 დაამთავრა ლენინგრადის ინდუსტრიული ინ-ტი. 1936–37 მუშაობდა იქვე (ინდუსტრიული ინ-ტის სამსხმელო ლაბორატორია, ლითონთა ცენტრ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტი, ს. კიროვის სახ. ჩარხმშენებელი ქარხნის ლაბორატორია). 1937იდან მუშაობას იწყებს თბილისში, პ. მელიქიშვილის სახ. ქიმიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის მეტალურგიის ლაბორატორიაში. 1940–45 იყო თბილ. ქიმიის ინ-ტის უფრ. მეცნ. თანამშრომელი, 1945–51 – საქართვ. მეცნ. აკად. მეტალ. ინტის ლითონმცოდნეობის ლაბორ. გამგე, 1951–87 – ამავე ინ-ტის დირექტორი (1991-იდან ინ-ტი თ-ის სახელობისაა). პარალელურად, 1948–88 იყო სპი-ის ლითონთა ტექნოლ. და ლითონმცოდნეობის კათედრის გამგე. თ-ის ძირითადი შრომები ეხება შენადნობთა თეორიას; მაღალი სიმტკიცის თუჯის მიღებასა და სამსხმელო წარმოებას; ლითონების უწყვეტ ჩამოსხმას; უნიკელო, უჟანგავი, კრიოგენული, რადიაცია- და მხურვალმედეგი ფოლადების ახ. კომპოზიციების, ძაფისებრი კრისტალების, თხელი აფსკებისა და დამცავი საფრის მიღებას, მათი თვისებების შესწავლას; ლითონთა კოროზიას; ბორის, მისი შენადნობებისა და ნაერთების მიღების შესწავლას; ძვ. საქართველოში ლითონის ნაკეთობათა წარმოების ტექნოლ. დადგენას და ა.შ. ნაშრომთა ციკლისათვის "ლითონურ ნაკეთობათა ფიზ.-ქიმ. თვისებების კვლევის მეთოდების შემუშავება" მიენიჭა გ. ნიკოლაძის სახ. პრემია (1976). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: Бронзы древней Грузии, Тб., 1959 (თანაავტ. Т. Н. Сакварелидзе); Нормальный и дислокационный рост кристаллов некоторых цветных металлов, М., 1965 (თანაავტ. Т. Л. Килитаури); Коррозионная стойкость титановых сплавов, М., 1969 (თანაავტ. С. Н. Манджгаладзе); Некоторые приложения теории капиллярности при физико-химическом исследовании расплавов, Тб., 1971 (თანაავტ.: Д. В. Хантадзе, Э. Г. Оникашвили); Основные направления развития процесса непрерывного литья, М., 1982 (თანაავტ.: М. Я. Бровман, Ш. Д. Рамишвили, В. Х. Римен).
ბიბლ.: ფერდინანდ თავაძე. ბიობიბლიოგრაფია, შემდგ. ზ. მახარაძე, ი. ცხვარიაშვილი, თბ., 1984.
თავაძე შალვა მათეს ძე (15. IX. 1907, სოფ. ზემო ხეთი, ჩოხატაურის რ-ნი, – 13. I. 1989, თბილისი), არქიტექტორი. საქართვ. დამს. ინჟინერი (1961). 1925–28 სწავლობდა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში, ხოლო შემდეგ მოსკ. უმაღლეს არქიტ.-სამშ. ინტში, რ-იც დაამთავრა 1931. 1931– 41 ხელმძღვანელობდა საქართვ. სახ. კომისართა საბჭოს ხელოვნ. სამმართველოსთან არსებულ საპროექტო სახელოსნოს. 1956–60 იყო საქართვ. კულტ. სამინისტროს საპროექტო განყ-ბის მთ. არქიტექტორი. ძირითადი ნამუშევრები: თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის შენობის რეკონსტრუქცია და დაშენება (1938–41); სახელმწ. დრამ. თეატრი ქუთაისში (1955, არქიტ. მ. შავიშვილთან ერთად); სახელმწ. დრამ. თეატრი გორში (1938, არქიტ. მ. ჩხიკვაძესთან ერთად); კინოთეატრები: ქუთაისში (1957), ზუგდიდსა (1957) და ფოთში (1958). ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში (1936–41). 1934 საქართვ. არქიტექტორთა კავშირის დამფუძნებელ ყრილობაზე აირჩიეს გამგეობის პასუხისმგებელ მდივნად. იყო რეპრესირებული.
თ. გერსამია.