თავისუფალი თეატრი

თავისუფალი თეატრი

კერძო თეატრი. გაიხსნა თბილისში 2001 წ. 1 მარტს რეჟ. ა. ვარსიმა­შვი­ლის თაოსნობით ჯ. ოსბორნის პიესით "კომედიანტები"(მისივე დადგმა). თეატრს არა აქვს გამოკვეთილი თემატიკა, არა ჰყავს საკუთარი დასი. იგი არის მრავალპლანიანი, თა­ვი­სუ­ფა­ლი თეატრ. ფორმის. ამ სახელწოდების თეატრი პირველად დააარსა ფრანგმა მსახიობმა და რეჟისორმა ანდრე ანტუანმა (პარიზი, 1887), რი­თაც მნიშვნელოვანი წვლი­ლი შეიტანა მსოფლიო თეატრის ისტორიაში. მსგავსი თეატრები შემ­დგომში შეიქმნა გერმანიაში (ოტო ბრამის "თა­ვი­სუ­ფა­ლი თეატრი", ბერლინი, 1889), რუსეთში (კოტე მარჯანი­შვი­ლის თა­ვი­სუ­ფალი თე­ატრი, მოსკოვი, 1913) და სხვ. ა. ვარსიმა­შვი­ლის თეატრი კერძო სა­კუთრებაა, მუშაობს ანტრეპრიზის პრინციპით. თ. თ-ის ცნობილი სახეები არიან: გ. ბარბაქაძე, ნ. გომელაური, ს. ნათენაძე, ა. კუბლა­­ შვი­ლი, კ. მიქია­შვი­ლი, ბ. გოგორი­­ შვი­ლი, თ. კორძაძე, ჯ. კილაძე, მ. დობორჯგინიძე, ქ. ლორთქიფა­ნიძე, თ. ნიკოლაძე, ს. მარგალიტა­შვი­ლი და სხვ. სხვა­და­სხვა სპექტაკლებში თამაშობდნენ ქართ. თეატრის ცნობილი მსახიობები – გ. საღარაძე, ჯ. ღაღანიძე, თ. დოლიძე, მ. ჯანაშია, ო. მეღვინეთუხუცესი, რ. იოსელიანი, დ. ჯაიანი და სხვ. სპექტაკლებს დგამენ (ა. ვარსიმა­შვი­ლის გარდა): დ. დოია­შვი­ლი, გ. კაპანაძე, გ. მარგველა­შვი­ლი და სხვ. თეატრი გასტროლებს მართავს საზღვარგარეთ (რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, ლატვია, გერმანია, საბერძნეთი, პოლონეთი, ეგვიპტე, თურქეთი, რუმინეთი). 2001-იდან თეატრმა 50-მდე პრემიერა გამართა, მ. შ. უ. შექს­პი­რის "ჰამლეტი" (რეჟ. ა. ვარსიმა­შვი­ლი), დ. ტურა­შვი­ლის "ჯინსების თაობა" (რეჟ. დ. დოია­­შვი­ლი), ა. ვარსიმა­შვი­ლის "პროვოკაცია" (რეჟ. ა. ვარსიმა­შვი­ლი), ფ. გარსია ლორკას "სისხლიანი ქორწილი" (რეჟ. გ. კაპანაძე), ნ. დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (რეჟ. გ. კაპანაძე), ფ. გარსია ლორკას "ბერნარდა ალბას სახლი" (რეჟ. გ. კაპანაძე), ა. ვარსიმა­­შვი­ლის "ძმები" და "იდიოკრატია" (ავტორის რეჟისორობით), ე. დე ფილიპიოს "აჩრდილები" (რეჟ. გ. შალუტა­შვი­ლი) და სხვ.