("The Voice of Free Georgia"), ინგლისურენოვანი ქართული ემიგრანტული ჟურნალი. გამოდიოდა ნიუ-იორკში (აშშ) 1953–57 წლებში ა. ცომაიას რედაქტორობით. სულ გამოვიდა ამ ჟურნალის რვა ნომერი. სარედაქციო კოლეგიაში შედიოდნენ: ლ. დუმბაძე, ა. ჩხენკელი, დ. სინჯიკაშვილი, გ. ზალდასტანი შვილი და სხვ. გამოქვეყნებული პოლიტ., მეცნ., პუბლიცისტური ხასიათის წერილები ეხებოდა საქართველოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ჟურნალის პუბლიკაციებიდან მნიშვნელოვანია ა. ცომაიას მიერ ინგლ. ენაზე თარგმნილი (1953) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 კონსტიტუცია.
თ. დოლიძე.