ბაადურ (ბაინდურ) არაგვის ერისთავი

ბაადურ (ბაინდურ) არაგვის ერისთავი (გ. დაახლ. 1621–24), არაგვის ერისთავი 1618–20, ძე ნუგზარ არაგვის ერისთავისა.

ერისთავობა წაართვა ძმამ, ზურაბმა (იხ. ზურაბ არაგვის ერისთავი). ბ. ა. ე. გურიაში გადასახლდა და სოფ. საჩინოში ცხოვრობდა, სადაც თავადმა საზვერელ ჩიჯავაძემ მოკლა, ბაადურის ცოლი კი თვითონ შეირთო.

წყარო: ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: ჯ ა მ ბ უ რ ი ა  გ., გიორგი სააკაძე, თბ., 1964.

გ. ჯამბურია.