ბაადურ ჯაყელი

ბაადურ ჯაყელი (1454–10. X. 1475), ყვარყვარე II ათაბაგის მესამე ვაჟი, ქაიხოსროსა და მზეჭაბუკის ძმა. ვახუშტის მიხედვით, ათაბაგად იყო 1466–75, რაც არ დასტურდება. ლიტ.: სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV–XVI სს.), ქრ. შარაშიძის გამოც., თბ., 1961; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3). ვ. გუჩუა.