ბაბაკარი

ბაბაკარი, განედური დაბალი ქედი (სერი) აღმ. საქართველოში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ლოქის ქედისაგან გამოყოფილია მდ. დებედის ხეობით და გრძელდება მის აღმ-ით მთა ბაბაკარამდე (700 მ).

სიგრძე 18 კმ, უმაღლესი მწვ. თარსი (884 მ). ქედის ჩრდ., უფრო განიერი კალთა საქართველოშია, სამხრ. ‒ აზერბაიჯანში. აგებულია ვულკანოგენური ფაციესის ზედაცარცული კირქვებითა და მერგელებით. დასერილია მშრალი (პერიოდული) ხევ-ხეობებით. შემოსილია ძირთადად ჯაგრცხილნარითა და ჯაგეკლიანი ბუჩქნარით. აქა-იქ შერეული ტყეებია.

დ. უკლება.