ბაბი

ბაბი, სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოლითის თემში (იმერეთის რეგიონი), მესხეთის ქედის ჩრდ. მთისწინეთში, მდ. ჩხერიმელის (ძირულის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 520 მ, ხარაგაულიდან 16 კმ, მოლითიდან (უხლოესი რკინიგზის სადგ.) 3 კმ. 140 მცხ. 2014.

ბ. მოხსენიებულია იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ის 1658 – 60 წწ. სიგელში.

თ. ბერაძე.