ბაბილოძე გიორგი იოსების ძე

ბაბილოძე გიორგი იოსების ძე (20. IV. 1911, სოფ. ტარა, ომსკის ოლქი, ‒ 19.VIII. 1990, თბილისი), სპორტსმენი-ტანმოვარჯიშე, ქართველ ტანმოვარჯიშეთა ძველი თაობის წარმომადგენელი. სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1947), სსრკ დამს. მწვრთნელი (1957), საკავშ. კატეგორიის მსაჯი (1940), საქართვ. ფიზკულტურისა და სპორტის დამს. მუშაკი (1971).

1937 დაამთავრა ამიერკავკ. ინდუსტრ. ინ-ტი, ხოლო 1947 ‒ ფიზკულტურის ცენტრ. საკავშ. ინ-ტის ფილიალი.

სსრკ ჩემპიონი ორძელზე (1939) და რგოლებზე (1940) ვარჯიშში. სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1932). საკავშ. პროფკავშირების აბსოლუტური ჩემპიონი მრავალჭიდში (1939).

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ნ. გუგუშვილი.