გაბაშვილი მაია

გაბაშვილი (გაბაონი) მაია, XVIII ს. პოეტი. დიდი კულტ. ტრადიციებით ცნობილი გვარის წარმომადგენელი. ბიოგრ. ცნობები არ შემორჩენილა. ხელნაწერმა შემოგვინახა მისი ერთადერთი ლექსი – ანბანთქება – „გამოცანა ანბანზე“. ავტორი გვაუწყებს, რომ ლექსი სიყრმის ჟამს შეუთხზავს, მასში ნათლად ჩანს მითოლოგიის ცოდნა, ახალგაზრდა პოეტის ლიტ. გემოვნება და გონებამახვილობა.

პუბლ.: მიქაძე გ., ქართული პოეტიკის ქრესტომათია (XVIII–XIX სს.), თბ., 1954.

ლიტ.: ასათიანი ლ., რჩეული ნაწერები, ტ. 1, თბ., 1958.

ლ. კეკელიძე.