გაბიანი ანზორ ალექსანდრეს ძე

გაბიანი ანზორ ალექსანდრეს ძე (12. VI. 1935, თბილისი, – 2016), სოციოლოგი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1974), პროფესორი (1981), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1990). დაამთავრა თსუ იურიდ. ფაკ-ტი (1960). საქართვ. მეცნ. აკადემიის ეკონომიკის და სამართ. ინ-ტის უფროსი მეცნ. თანამშრომელი (1960–69), თსუ გამოყენებითი სოციოლოგიის კათედრის დოცენტი (1969–74). გ-ის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით თსუ-ში სოციოლოგიის კათედრასთან 1974 შეიქმნა დამნაშავეობის სოცილოგიის სამეცნ.-კვლ. ლაბორატორია, რ-ის ბაზაზეც 1992 დაარსდა საქართვ. შინაგან საქმეთა სამინისტროს დამნაშავეთა წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემათა სამეცნ.-კვლ. ცენტრი.

გ-ის მეცნ. მოღვაწეობის ძირითადი სფეროა დამნაშავეობის სოციოლოგია.

თხზ.: Наркотизм, Тб., 1977; Наркотизм вчера и сегодня, Тб., 1988; На краю пропасти: наркомания и наркоманы, М., 1990.