მაღლაკელიძე თამაზ ალექსანდრეს ძე

მაღლაკელიძე თამაზ ალექსანდრეს ძე ( დ. 14. III. 1947, ხულო), პულმონოლოგი; მედ. მეცნ. დოქტორი ( 1987), საქართვ. ეროვნული პრემიის ლაურეატი( 2015).

1970 – 71 მუშაობდა ქ. ბორჯომში, სანატორიუმ ,, ლიკანის“ თერაპევტად; 1971 – 77 იყო თბილ. ექიმთა დახელოვნების ინ-ტის პულმონოლოგიის კათედრის უფრ. ლაბორანტი, ასისტენტი ( 1977 – 91), დოცენტი ( 1991-95), პროფესორი ( 1995 – 2006).

თბილ. სახელმწ. სამედ. აკადემიის ჯერ, ფარმაცევტული ( 1990 – 94) და შემდეგ ( 1994 – 96) სამკურნალო ფაკ-ტის დეკანი. 1998 – 2007 - ივ. ჯავახიშვილის უნ-ტის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის შინაგანი მედიცინის დეპატრამენტის ხელმძღვანელი, 2005 – 2009 - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯ-რე, 2007 – 2012 - გენ. დირექტორის I მოადგილე, 2015 -იდან - თსუ-ს პროფესორი.

2012 -იდან გერმანულ-ქართულ კლინიკა ,,შპს დიაგნოსტიკური სერვისის“ პულმონოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2015 -იდან შპს ,,აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ პულმონოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მ.არის 2007 -იდან საქართვ. რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი; 2004 -იდან - საქართვ. რესპირაციული ჟურნალის მთ. რედაქტორი, 2017 -იდან ჟურნალ ,, პულმონოლოგიის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი ( მოსკოვი); 2012 -იდან კლინიკური მედიცინის სამეცნ. - კვლ. ინ-ტის კონსულტანტია; 20017-იდან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რესპირატორულ დაავადებებთან ბრძოლის გლობალური ალიანსის ( GARD) კავკასიის კოორდინატორი, ამავე ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური თავმჯ-რე ( 2019).

მ. არის მრავალი სამეცნ. შრომის ( მ.შ. 4 მეთოდური რეკომენდაციის და 5 გაიდლაინის) ავტორი, რ-იც ეხება რესპირატორული მედიცინის აქტუალურ საკითხებს.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები მ.შ. ღირსების ორდენი ( 2002).