გაბაშვილი გურამ რევაზის ძე

გაბაშვილი გურამ რევაზის ძე (25. VII. 1919, თბილისი, – 2014 იქვე), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1971).

დაამთავრა საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტი (1942). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში (1942 – 49) მეცნიერ თანამშრომლად (აზომილი აქვს რამდენიმე ათეული ისტ. ძეგლი), მშენებლობის სამუშაოთა მწარმოებლად (ყაზახეთი, 1951 – 53), „საქსოფლმშენსახპროექტში“ (1954-იდან; 1969 – 72 – საპროექტო ინ-ტის მთავარი არქიტექტორი), ტიპობრივი და ექსპერ. დაპროექტების თბილ. ზონალურ სამეცნ.-კვლ. ინ-ტში და სხვ.

ძირითადი ნამუშევრები: მიწათმოქმედების კვლევითი ინ-ტი (1963) სოფ. წეროვანში (მცხეთის მუნიციპ-ი), საქართვ. სას.-სამ. ინ-ტი (ახლანდ. აგრ. უნ-ტი) თბილისში – დიღომში (1969; ვ. ალექსი-მესხიშვილთან ერთად;

სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია, ჯგუფთან ერთად, 1972), თბილისის VII მრავალპროფილიანი საავადმყოფო (1985), ბორჯომის საკურორტო პოლიკლინიკა (1987), მარნეულის სარაიონთაშორისო კლინიკური საავადმყოფო (1988), ქ. ქულაბის (ტაჯიკეთი) საოლქო საავადმყოფო (1988) და სხვ.

ს. კინწურაშვილი. მ. მაისურაძე.