აამსთა

აამსთა, ფეოდალური კლასის წარმომადგენელი აფხაზეთში, შეესაბამება გვიანდ. ფეოდ. ხანის ქართ. აზნაური|აზნაურს. იყოფოდა ორ ძირითად კატეგორიად: აჰიამსთად (აჰ – მთავარი) – ტახტის აზნაურებად და ათაუადიამსთად – თავადთა აზნაურებად. აბაზების ტომის ტაპანელთა ჯგუფში იყო კატეგორია აამისთა – დუ – დიდი აზნაური.

ლიტ.: Дзидзария Г. А., Народное хозяйство и социальные отношения в Абхазии в XIX в., Сух., 1958.

ზ. ანჩაბაძე.