ააფსთა

ააფსთა, მდინარე გუდაუთის მუნიციპალიტეტეში. სიგრძე 35 კმ, აუზის ფართობი 243 კმ². სათავე აქვს ბზიფის ქედის აღმ. ნაწილში, 1445 მ სიმაღლეზე, ჩამოედინება მის აღმ. კალთაზე. შავ ზღვას ერთვის გუდაუთასა და ახალ ათონს შორის. უმთავრესად საზრდოობს წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე. ხშირია წყალმოვარდნა. საშ. წლ. ხარჯი 11,9 მ³/წმ. მთავარი შენაკადია მდ. დოხვართა; შუაწელში მარცხნიდან ერთვის ხაბიუს მღვიმის ნაკადი.