კორახაშვილი ავთანდილ არჩილის ძე

ა. კორახაშვილი

კორახაშვილი ათანდილ (ბიძინა) არჩილის ძე (დ. 24. IX. 1949, თბილისი), აგროტექნოლოგი. საქართვ.  მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსი (2013, წ.-კორ. 2009), დოქტორი (1994), პროფესორი (1995). დაამთავრა ­სა­ქართვ.  სას.-სამ. ინ-ტი (1971). მუშაობდა თბილ. საბაზისო სანერგე მეურნეობაში (1972–76),­ სა­ქართვ. ხორცისა და რძის მრეწველობის (1975–79), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის (2001–15) სამინისტროებში, 1979-იდან –­ სა­ქართვ. აგრარულ უნ-ტში (კათედრის გამგე 1989–2007). მონაწი­ლე­ობდა USAID-ის 5 პროექტში. ეწევა აქტიურ საზ. მოღვაწეობას. არის ­სა­ქართვ.  შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის სამეცნ. საბჭოს წევრი (2006–18), ევროპის გენეტიკური რესურსების (ECP/GR), სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოს დაცვის მიმართულებით საინფორმაციო ტექნო­ლოგიების ევროპის ფედერაციისა (EFITA) და მრავალი საერთაშ. ორგანიზაციის (TACIS, GTZ, CGIAR და სხვ.) სამეცნ. საბჭოს წევრი, ექსპერტი, მრჩეველი, კოორდინატორი, კონსულტანტი და ანალიტიკოსი.

კ-ის სამეცნ. მოღვაწეობის სფეროა აგრობიო­მრავალფეროვნების დაცვა და გაუმჯობესება, აგრარული ნანო-, ბიო- და საინფორ­მაციო ტექნოლოგიების ადაპტაცია საქართველოსთვის; ­სა­ქართვ.  საკვებისა და სურსათის უვნებლობისა და ხარისხის საკანონმდებლო-ნორმატიული აქტების შექმნა და ევრო­კავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია.

კ. ეწევა პედ. მოღვაწეობას ­სა­ქართვ. , აშშ-ის, იაპონიის, უნგრეთის, ჩინეთის უნ-ტებში. 30-ზე მეტ ქვეყანაში გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, 6 მონოგრაფია და 18 სახელმძღვანელო, აქვს 2 პატენტი და 15 გამოგონება.

დაჯილდოებულია კვების მრეწველობის წარჩინებულის ვერცხლის (1979), იუნესკოს კონფუცის ოქროს (1995), მალაიზიის HACCP -ის ოქროს (2005) მედლებით. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1999) და ლ. დეკაპრელევიჩის პრემია (2019).

თხზ.: Georgian-English-Russian-German-French-Spanish Agrarian Dictionary, Tb., 2004–22; The Study of Biodiversity of Thirty two Families of Useful Plants Existed in Georgia, World Academy of Sciences, International Journal, v. 12, №10, Tokyo 2018.

 

პ. მამრაძე