თავაძე ნიკოლოზ (ნიკა) მერაბის ძე

თავაძე ნიკოლოზ (ნიკა) მერაბის ძე (დ. 8. V. 1970, თბილისი), მსახიობი და რეჟისორი. ი. გოგება­­ შვი­ლისა (1993) და კ. მარჯანი­­ შვი­ლის სახ. (2000) პრემიების ლაურეატი. 1991 დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტი (შ. გაწერელიას ჯგუფი). 1994–97 მუშაობდა "სამეფო უბნის თეატრის" დაარსებაზე. ამავე თეატრში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: რემი (ი. მისიმას "ჩემი მეგობარი ჰიტლერი"), ნუგზარი (ლ. ბუღაძის "ნუგზარი და მეფისტოფელი"; სა­ქართვ. თეატრ. საზ-ბის ყოველწლიური პრემია – მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის), მამაკაცი ("აქ, ამ სავანეში"); ბრიკი (ტ. უილიამზის "კატა თუნუქის გახურებულ სახურავზე") და სხვ. ამავე თეატრში დადგა ფ. ვებერის "კონტრაქტი", 2007 და ს. მროჟეკის "სტრიპტიზი", 2012. 2000იდან კ. მარჯანი­შვი­ლის თეატრის წამყვანი მსახიობია. ამ თეატრში შესრულებული როლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: იუდა (მ. ბულგაკოვის "პილატე"), ურიელ აკოსტა (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა", 2006), ობერონი (უ. შექს­პი­რის "ზაფხულის ღამის სიზმარი", 2006), ქაქუცა ჩოლოყა­შვილი (გ. ქართველი­შვი­ლის "ქაქუცა ჩოლოყა­შვი­ლი", 2007), ფერნანდო (ე. გლანსერანი "გრონჰოლმის მეთოდი", 2013) და სხვ. გადაღებულია არაერთ ქართ. და საზღვარგარეთულ კინოფილმში, მ. შ. აღსანიშნავია: "იავნანამ რა ჰქმნა" (1993), "ბრავო, ალბერ ლოლიშ" (1997), "ხვეული კიბით" (რეჟ. მ. თავაძე, 2001; 2004 დაჯილდოებულია კიევის საერთაშ. ფესტივალზე "სტოჟარის" პრემიით, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის), "რენე მიდის ჰოლივუდში" (რეჟ. ა. ცაბაძე, 2010, ჯილდო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის) და სხვ.