ებანოიძე ზაალ აგაბოს ძე

ებანოიძე ზაალ აგაბოს ძე (დ. 7. I. 1939, სოფ. დიმი, ბაღდათის მუნიციპალიტეტი), პოეტი. 1971 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ- ტი. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1957. პირველი გამოცემა "ლექსები" დაისტამბა 1973. ავტორია პოეტური კრებულებისა: "მთვარის კელაპტარი" (1977), "წვიმის შვილი" (1979), "იწყება აღმართი" (1981), "ხატი მამული" (1985), "ციდან დასარეკი ზარები" (1986), "მარადიული რთველი" (1989), "პოემები" (1990), "დედამუხა ლექსები" (1997), "თვალჩავარდნილი სამყარო" (2006), "ერთტომეული" (2006), "რჩეული" (2008), "70 ლექსი" (2009). ე-ს ეკუთვნის წერილების კრებული "ფიქრები პოეზიაზე" (1998), ავტორია აგრეთვე საბავშვო ლექსებისა. მისი პოეზია გამოირჩევა ვერსიფიკაციული მრავალფეროვნებით, თუმცა ძირითადად ქართ. კლასიკური პოეზიის ტრადიციებს ემყარება. ე-ს 2006 მიენიჭა ლადო ასათიანის პრემია, ხოლო 2010 – გალაკტიონ ტაბიძის პრემია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).