ედენა

ედენა, მწვერვალი რაჭის კავკასიონის მთავარ ქედზე, ონის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე ზ. დ. 3878 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. კალთები შემოსილია ალპ. და სუბალპ. მდელოებით.

ედენა დ ი დ ი ე დ ე ნ ა, ხეობის მყინვარი რაჭის კავკასიონის სამხრ. კალთაზე, ონის მუნიციპალიტეტში, მდ. რიონის ზემოთში. სიგრძე 4,2 კმ, ფართ. 4,6 კმ 2. მყინვარის ენა ეშვება ზ. დ. 2460 სიმაღლემდე.