ქართული ანბანის მეხუთე ასო. მისი სახელია „ენი"; გრაფიკული სიმბოლო წინა რიგის საშ. აწეულობის არალაბიალიზებული ხმოვანი ბგერისა. ასომთავრულში იწერებოდა , ნუსხურში – . ძვ. ქართ. სათვალავში აღნიშნავს ხუთს (5). მხედრული დამწერლობის ოთხხაზოვან სისტემაში მისი მოხაზულობა ქვედა სამ ხაზში თავსდება. ე-ის გრაფ. განვითარება წარმოდგენილია V–XVII სს. ეპიგრაფიკული ძეგლების, ხელნაწერებისა და ისტ. საბუთების მიხედვით.