დავით VI

280px|thumb|დავით VI ნარინი. გელათის მონასტრის სამხრეთი ეგვტერის კედლის მხატვრობა. XIII ს.
ნ ა რ ი ნ ი (დაახლ. 1225–1293), საქართველოს მეფე 1245/1247–93, რუსუდან მეფის ძე. დაახლ. 1230, როცა აღმ. საქართველო ხვარაზმელებს ჰქონდათ დაპყრობილი და სამეფო კარი ქუთაისში იყო გახიზნული, მცირეწლოვანი დავითი დედამ თანამოსაყდრედ დაისვა. მონღოლებთან რუსუდანის შეთანხმების შემდეგ, დაახლ. 1242–43, დედა-შვილი თბილისში დაბრუნდა. იმავე წლებში მონღოლთა ადგილ. ხელისუფლებამ ტახტის მემკვიდრე სამეფოდ გაამზადა და დასამტკიცებლად ქართვ. დიდებულ ფეოდალთა ერთი ჯგუფის თანხლებით ოქროს ურდოში ბათო-ყაენთან გაგზავნა. აქედან ქართველები ყარაყორუმში დიდ ყაენთან წარავლინეს. დ. VI მონღოლეთში რამდენიმე წელიწადს დარჩა. საქართველოში მის შესახებ არაფერი იცოდნენ. 1246 ყარაყორუმში ჩავიდა ტახტის ახ. მემკვიდრე დავით გიორგის ძე (იხ. დავით VII ). ყაენმა გუიუქმა სადავო საკითხი მონღოლური სამართლის მიხედვით გადაწყვიტა და ორივე მეფედ დაამტკიცა. 1248 (1249) დ. VI და დავით VII თბილისში დაბრუნდნენ. 1259-მდე ორივე მეფე თანხმობით განაგებდა სამეფოს. 1256-იდან საქართვ. ილხანთა სახელმწიფოს შემადგენლობაში მოექცა. მონღოლთა ბატონობის სიმძიმით შექმნილი აუტანელი გაჭირვების (იხ. მონღოლთა ბატონობა საქართველოში) გამო 1259 დაიწყო აჯანყება დ. VI-ის მეთაურობით. ყაენმა ჰულაგუმ დ. VI-ის წინააღმდეგ დიდძალი ჯარი გაგზავნა არღუნ-ნოინის სარდლობით. დ. VI-მ ბრძოლის გაგრძელება შეუძლებლად მიიჩნია, ლაშქარი დაშალა, თვითონ დას. საქართველოში გადავიდა და ქუთაისში გამაგრდა. არღუნმა დას. საქართველოში გადასვლა ვერ გაბედა, მაგრამ ახლა აჯანყებულ დავით VII ულუს წინააღმდეგ მოუხდა ბრძოლა (1260). ეს უკანასკნელი იძულებული გახდა 1261 დ. VIთან გადასულიყო. 1262, როცა დავით VII მონღოლებს შეუ- თანხმდა და აღმ. საქართველოში დაბრუნდა, დ. VI ფაქტობრივად დას. საქართვ. (იმერეთის) მეფედ დარჩა. დას. საქართველოზე მონ- ღოლების ბატონობა არ ვრცელდებოდა და დ. VI დამოუკიდებლად განაგებდა ქვეყანას. მისი საგარეო პოლიტიკა იქით იყო მიმართული, რომ განემტკიცებინა კავშირი ილხანების მტერ-მეტოქე ქვეყნებთან, აღედგინა და შეენარჩუნებინა საქართვ. პოლიტ. გავლენა ტრაპიზონის სამეფოში. ამ მიზნით ჯერ 1264–65, ხოლო შემდეგ 1268 დ. VI-მ ელჩები გაგზავნა ეგვიპტის სულთანთან. მეორე მხრით, დ. VI-ს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ოქროს ურდოსთან. ამას- თან, დ. VI ცდილობდა ილხანთა სამეფოში ატეხილი შინაომები თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. 1269 (1270) დ. VI-მ შეიხიზნა მონღოლი ბატონიშვილი თეგუდარი (ნიკუდარი), რ-იც ბარახაყაენთან (მავერანაჰრის, შვიდმდინარეთისა და აღმ. თურქესტანის ყაენი 1266–71) ერთად აბაღაყაენის (ილხანი 1265–82) წინააღმდეგ იბრძოდა. მაგრამ როცა თეგუდარის ლაშქარმა ყაჩაღური ძარცვა-რბევა დაიწყო, დ. VI წინ აღუდგა მას აბაღას სარდალ სირმონთან ერთად. 70-იან წლებში დ. VI-ს გადაუდგა რაჭის ერისთავი კახაბერ კახაბერისძე , რ-იც აბაღას ეახლა და დ. VI-ის წინააღმდეგ ბრძოლაში თავისი სამსახური შეს- თავაზა. აბაღას სარდლები ორჯერ შეიჭრნენ იმერეთში, მაგრამ დ. VI ხელში ვერ ჩაიგდეს.

მონღოლთა ბატონობის შედეგად საქართვ. ძლიერების შესუსტებას ტრაპიზონის სამეფოში ქართ. ორიენტაციის მქონე დასის განადგურება და ბიზანტ. მომხრე პოლიტ. დაჯგუფების გაძლიერება მოჰყვა. განსაკუთრებით გააქტიურდა ბიზანტ. მთავრობა ტრაპიზონის მეფის იოანე II-ის (1266–97) დროს. 1282 აპრილში დ. VI-მ გაილაშქრა ტრაპიზონის სამეფოზე. საკეისროს დიდი ნაწილი დაიპყრო, თუმცა ტრაპიზონის აღება ვერ შეძლო. 1284 ტრაპიზონის მეფის იოანე II-ის და თეოდორა, რ-იც საქართველოში იყო გათხოვილი, დ. VI-ის ჯარის დახმარებით ტრაპიზონში შეიჭრა და კეისარი გახდა. საკეისროში საქართვ. პოლიტ. გავლენა დამყარდა, მაგრამ შემდგომ ვითარება შეიცვალა და იოანე II-მ ხელისუფლება დაიბრუნა. დ. VI-ისა და დავით VII-ის დროიდან საქართველო ფაქტობრივად დაყოფილი იყო სამ პოლიტ. ერთეულად (აღმ. საქართველო, სამცხე და დას. საქართველო).

ლიტ. იხ. სტ-თან დ ა ვ ი თ VIII. ვ.გუჩუა.

დავით VI

დავით VI. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
ერისკაცობაში – ხარიტონ ჯიბოს ძე დ ე ვ დ ა რ ი ა ნ ი) (24. III. 1903, სოფ. მირონწმინდა, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, – 9. X. 1977, თბილისი. დაკრძალულია სიონის საკათედრო ტაძარში), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (1972–77). პირველდაწყებითი განათლება მიიღო სოფ. სარგვეშის არასრულ სკოლაში. სწავლა განაგრძო ჭიათურის მღვიმევის დედათა მინასტერში. 1918 ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ანტონის ლოცვაკურთხევით განაწესეს სოფ. მირონწმინდის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მედავითნედ. 1927 აკურთხეს საჩხერის ფერისცვალების ტაძრის მთავარ დიაკვნად, იმავე წელს – მღვდლად და განაწესეს სარგვე- შის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1930-იდან ღვთისმსახურებას ეწეოდა თბილ. სიონის საპატრიარქო ტაძარში, 1932–45 – ქაშვეთის წმ. გიორგის ტაძარში, 1945–47 – წმინდა ნინოს ეკლესიაში, შემდეგ ისევ ქაშვეთის ტა- ძარში. 1956 ბერად აღიკვეცა და აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის პატივში. იმავე წელს, ღვთისმშობლის მიძინების დღეს ხელდასმულ იქნა ეპისკოპოსად და ჩაბარდა მარგვეთისა და ურბნისის ეპარქია, 1959 წელს კი დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III -ის გარდაცვალების შემდეგ მან უარი განაცხადა კათოლიკოსპატრიარქის მესაყდრეობაზე. 1962 წ. 12 თებერვალს იგი აყვანილი იქნა მიტროპოლიტის ხარისხში, ხოლო 1972 წ. 1 ივნისს საქართველოს მე-11 საეკლესიო კრებამ საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. ინტრონიზაცია შედგა 2 ივლისს მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში.

დ. VI-ს მიღებული აქვს საეკლესიო ჯილდოები: სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება, წმ. ნინოს ორდენი, მთავარმოწამე გიორგის I ხარისხის ორდენი, მეორე პანაღეა პედ. მოღვაწეობისათვის. ე. ბუბულაშვილი.