ზამბახიძე ვლადიმერ

ზამბახიძე ვლადიმერ ნიკიფორეს ძე (29.X. 1902, ფოთი, – 17.VI. 1974, თბილისი), მწერალი, კრიტიკოსი. თსუ-ის პედ. კათედრის პროფესორი (1963). დაამთავრა თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტი (1923). იკვლევდა ქართ. პედ. აზროვნების, XIX ს. ქართ. ლიტ-რის ისტორიის, ქართ.-რუს. ლიტ. ურთიერთობათა საკითხებს, წერდა თანამედროვე ლიტ. პროცესების შესახებ. მისი ნაშრომებიდან საყურადღებოა: “ილია ნაკაშიძე” (1947), “ნიკო ნიკოლაძის პედაგოგიკური იდეები” (1957), “ლიტერატურული წერილები” (1964), “დიდი სამოციანელი” (1968) და სხვ. ზ-ს მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.