დაბახანა

დ ა ბ ა ღ ხ ა ნ ა, ტყავის დასამუშავებელი სახელოსნო, სადაც ამუშავებდნენ საქონლის ტყავს (წმენდდნენ, თრიმლავდნენ, ბალანს აცლიდნენ, აშრობდნენ, არბილებდნენ, პოხავდნენ, ღებავდნენ და სხვ.). ტყავის გამომყვან მოხელეს დაბაღი ერქვა. ტყავის გამოსაყვანად დ-ებში იხმარებოდა სხვადასხვა მასალა: ნაცარი, კირი, შაბი, მარილი, ფქვილი, ქატო, წაქა, მუხის ქერქი (ბოლო წლებში – ნატრიუმი და სხვ.), ხელსაწყოიარაღთაგან – დემური (რკინის მოხრილი დანა), ვარაჩო (ტყავის გასაჭიმი ხის ნაჭერი), მაჯაგანი (ტყავის მოსაქნელი რკინა), კირის აბაზანა, თაღარი , საზელი იასარორმო და სხვ. დ-ებს აწყობდნენ ქალაქის გარეუბნებში, მდინარის ნაპირას, ორსართულიან შენობაში. პირველ სართულზე სახელოსნო იყო, მეორეზე – საწყობი. დ-ში გამოყვანილი ტყავეული ბარდებოდა ტყავის სახელოსნოებსა და გამსაღებელ პუნქტებს (დუქნებს). დ-ები იყო თბილისსა და საქართვ. სხვა ქალაქებში. ლიტ.: ნ ა ნ ო ბ ა შ ვ ი ლ ი ი., ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, თბ., 1973.

ნ.რეხვიაშვილი . დაბახანა ძვ. თბილისის უბანი, იხ. ლეღვთახევი. დაბახანისხევი იხ. წავკისისწყალი.