ვაზისუბანი, სუფრის თეთრი ღვინო

ვაზისუბანი”, სუფრის თეთრი ღვინო, მზადდება რქაწითელისა და მწვანე კახური ჯიშის ყურძნისგან, რ-ებიც გაშენებულია კახეთის ზონაში. არის ღია ჩალისფერი, ნაზი ჯიშური ბუკეტი, აქვს რბილი ჰარმონიული გემო. სიმაგრე – 11,5–12,5%, ტიტრული მჟავიანობა – 5,5–7,0 გ/დმ 3. უშვებენ 1978-იდან. “ვ”-ის ჩამოსხმა ხდება ღვინის ქ-ნებში: “თელიანი ველი”, “თელავის ღვინის მარანი”, “თბილღვინო”, “ბადაგონი” და სხვ.