ვალიშვილი ვლადიმერ იაგორის ძე (18. VI. 1910, თბილისი, – 29. XII. 1992, იქვე), პირველი ოსი პროფესიონალი კინოდოკუმენტალისტი, კინორეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1961). დაამთავრა მოსკ. კინემატოგრაფიის საკავშ. სახელმწ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი (1936, ს. ეიზენშტეინის სახელოსნო). ნახევარი საუკუნის განმავლობაში გადაიღო 100-ზე მეტი დოკუმენტური, სამეცნ.-პოპულ. ფილმი და კინოჟურნალ “საბჭოთა საქართველოს” 300-მდე ნომერი. მის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმებიდან აღსანიშნავია: “ალკაზარი” (1937), “კავკასიონის ქედის გადაღმა” (1940), “პატრიოტი მეთევზეები” (1943), “გამარჯვებით დაბრუნება” (1945), “უშბა” (1946), “სვანეთის მთებში” (1949), “ქართული ფოლადი” (1961), “ზაქარია ფალიაშვილი” (1971), “მთაში შობილი ხელოვნება” (1974), “პროფესიის სიყვარულით” (1976) და სხვ. ვ-ის მიერ ს. დოლიძესთან ერთად გადაღებულია მხატვრული ფილმი “ფატიმა” (1958). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ა. გვენცაძე.