მოსახლეობა.

მოსახლეობა. თ-ის თანამედროვე ტერიტორიაზე ადამიანის დამკვიდრება და შემდგომ აქ მსხვილი დასახლ. პუნქტის გაჩენაგანვითარება უშუალოდ არის დაკავშირებული საქართვ. მრავალსაუკუნოვან ისტორიასთან. ისტ. ცნობების თანახმად ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა და ეთნიკური შემადგენლობა სხვადასხვა პერიოდში მკვეთრად იცვლებოდა საქართვ. სოც.პოლიტ. გარემოებათა შესაბამისად. 1926 (უფრო ადრინდელი მონაცემები მოცემულია ცხრილში) თის მოსახლეობამ შეადგინა 294,0 ათ. კაცი, 1939 – 519,8 ათ., 1959 – 703,0 ათ., 1970 – 891,9 ათ., 1979 – 1056,0 ათ., 1989 – 1243,0 ათ. საქართვ. მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნ. საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგების მიხედვით თში, მერიის ფარგლებში, მოსახლეობამ შეადგინა 1081679 კაცი (საქართვ. მთელი მოსახლეობის 24,9%), სიმჭიდროვემ 1 კმ2-ზე – 4425,8 კაცი. თ. უძველესი დროიდან გამოირჩევა მოსახლეობის ეთნ. სიჭრელით. 2002 აღწერის მიხედვით, დედაქალაქში ცხოვრობდა: ქართველი – 910712 (მთელი მოსახლ. 84,2%), სომეხი – 82586 (7,6%), რუსი – 32580 (3%), იეზიდი – 17116 (1,6%), აზერბაიჯანელი – 10942 (1,0%), ოსი – 10268 (0,9%), ბერძენი – 3792 (0,35%), უკრაინელი – 3328 (0,3%), აგრეთვე აფხაზები, ებრაელები, ქისტები და სხვ. თის მოსახლ. სარწმუნოების მიხედვით კი შემდეგნაირად განაწილდა: მართლმადიდებელი სარწმუნოებისა იყო 988664 კაცი, კათოლ. – 2715, სომხ.გრიგორიანული – 51687, მაჰმადიანური – 11438, იუდეური – 2320. 2002 აღწერით ყოველ ათას მამაკაცზე მოდიოდა 1214 ქალი, 100 წლისა და მეტი ასაკისა იყო 35 კაცი, აქედან – 9 მამაკაცი და 26 ქალი. რ. გაგნიძე. გ. გიგინეიშვილი. ი. კობახიძე. ე. ლოლუა. გ. ნახუცრიშვილი]]. დ. უკლება. მ. შევარდნაძე. შ. ჯავახიშვილი.