არჩილ (ტუხა) პავლეს ძე კერესელიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

არჩილ (ტუხა) პავლეს ძე კერესელიძე (24. XII. 1912, დაბა ღუნიბი, დაღესტანი, – 21. XII. 1971, თბილისი), კომპოზიტორი და პედაგოგი.

სა­ქართვ. სახ. არტისტი (1961), ჩრდ. ოსეთის ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1958). ზ. ფალია­შვი­ლის სახ. პრემიის ლაურეატი (1973, სიკვდილის შემდეგ). 1934 დაამთავრა თბილ. კონსერვატორია (ა. ვირსალაძის საფორტეპიანო და მ. ბაგრინოვსკისა და ს. ბარხუდარიანის საკომპოზიციო კლასები), 1939 – მოსკოვის კონსერვატორიის საკომპოზიციო განყ-ბა (დ. კაბალევსკისა და ნ. მიასკოვსკის კლასები). 1940–44 იყო თბილ. კონსერვატორიის პედაგოგი (პოლიფონია), 1940–46 – კ. მარჯანი­შვი­ლის სახ. დრამ. თეატრის მუს. ნაწილის გამგე; 1953–71 – კინოსტუდია "ქართული ფილმის" მუს. რედაქტორი. მისი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია ოპერა "ბაში-აჩუკი" (1956; დაიდგა თბილისსა და ქუთაისში), ბალეტი "ნაზიბროლა" (1947), მუს. კომედიები – "თბილისის ცის ქვეშ" (1949), "მთვარიდან დაბრუნება" (1963), "ალუბლის ყვავილობა" (1965) და სხვ.; სიმფონია (1940), 2 საფორტეპიანო კონცერტი (1941, 1949); მუსიკა სპექტაკლებისათვის: "სოლომონ ისა­კიჩ მეჯღანუა­შვი­ლი", "მეფე ერეკ­ლე", "ძველი ვოდევილები", "მაია წყნეთელი", "ხარატაანთ კერა" (კ. მარჯანი­შვი­ლის თეატრის დადგმები) და სხვ. მუსიკა მხატვ­რუ­ლი კინოფილმებისთვის: "ქეთო და კოტე" (ვ. დოლიძის ოპერის მუს. რედაქცია და რამდენიმე ორიგინალური ნომერი, მ. შ. "გინდ მეძინოს" 1948), "ბედნიერი შეხვედრა" (1949) "გაზაფხული საკენში" (1950), "მაგდანას ლურჯა" (1955), "ჩვენი ეზო" (1956), "ფატიმა" (1958), "სხვისი შვილები" (1958), "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (1962, ნ. ვაწაძესთან ერთად), "დიდოსტატის მარჯვენა" (1969). შექმნა პოპულარული სიმღერები, მ. შ. "ყელსაბამი" (ქართ. ტელევიზიის მუს. ემბლემა წლების განმავლობაში), რომანსი "ვედრება" (გ. ტაბიძის ლექსზე "დედაო ღვთისა") და სხვა მრავალი.

კ-ის მუსიკისათვის დამახასიათებელია მელოდიურობა, სახო­ვანება, ნათელი კოლორიტი, მკა­ფი­ოდ გამოხატული ეროვნ. სტილი.

კ. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონ­ში.

წყარო.: საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი: (1914–1918), ქართული ემიგრაცია, თბ., 2013, #1(4).

ლიტ.: ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., მამულიშვილთა სავანე, თბ., 1994; ი ა ­შ ვ ი ­ლ ი მ., არჩილ კერესელიძე, თბ., 1977.

გ. ტორაძე.