ვიზიტი მიდლბერის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტში

 ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მთავარი რედაქტორი ზურაბ აბაშიძე 2023 წლის 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე მიდლბერის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის (მონტერეი, კალიფორნია) მიწვევით აშშ-ში იმყოფებოდა.

ვიზიტის განმავლობაში ზურაბ აბაშიძემ, მომხსენებლის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სემინარში, რომლებზეც განხილული იყო საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკითხები და სამხრეთ კავკასიაში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება.


მიდლბერის ინსტიტუტი მსოფლიოში ერთ-ერთი ავტორიტეტული ცენტრია საერთაშორისო ურთიერთობათა და განიარაღების საკითხების შესწავლის კუთხით. ღონისძიების მონაწილეთა და ორგანიზატორთა ინტერესი გამოიწვია საქართველოს პრაგმატულმა საგარეო პოლიტიკამ და მისმა წარმატებებმა ევროინტეგრაციის გზაზე.


მიდლბერის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის ადმინისტრაციამ ზურაბ აბაშიძეს საპატიო სიგელი გადაეცა.