თამაზ სერგოს ძე კერესელიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

თამაზ სერგოს ძე კერესელიძე (18. VIII. 1925, თბილისი, – 28. XII. 1998, იქვე), მიკრობიოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1973), პროფესორი (1976), სა­ქართვ. მედ. მეცნ. აკადემიის ნამდვილი წევრი (1994). 1948 დაამთავრა თსსი. 1948–50 მუშაობდა თბილისის მიკრობიოლოგიის, ეპიდემიოლოგიის და ბაქტერიოფაგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში. 1952–59 იყო ამავე ინტის ლაბორატორიის გამგე; 1959– 60 – კანის და ვენე­როლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ექსპერ. განყბის გამგე; 1964–66 – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი სამხრ.-აღმ. აზიაში (ინდოეთი); 1966–70 – ინფექციურ დაავადებათა განყ-ბის სპეციალისტი, ხოლო 1979–84 – მთ. სპეციალისტი (პროგრამის ხელმძღვანელი) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბ-ბინაში (შვეიცარია); 1972–76 – სა­ქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს მთ. ეპი­დემიოლოგი (შეთავსებით); 1974–79, 1984–92 – თსსი-ის მიკრო­ბიოლოგიის კა­თედრის გამგე, 1992–98 – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოორდინატორი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

კ. დიდი ხნის განმავლობაში ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნ. მუშაობას ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. მისი სამეცნ. ინ­ტე­რე­სე­ბის სფერო იყო განსაკუთრებით საშიში ინფექციური სნეულებების ეპიდემიოლოგია და პროფილაქტიკა.

კ-ის მიერ ი. როტასთან (ჩეხოსლოვაკია), დ. კრაუზესთან (აშშ), ჟ. კოსთან (საფრანგეთი), ბ. ცვეტნოვიჩთან (იუგოსლავია) ერთად შემუშავდა სამეცნ. დოკუმენტები სხვა­და­სხვა ინფექციების დიაგნოსტიკისა და პროფილაქტიკის შესა­ხებ, რაც საფუძვლად დაედო ამ პრობლემებისადმი მიძღვნილ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საექსპერტო კომიტეტის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას. კ. აირჩიეს ჰოსპიტალური ინფექციების და ანტიბიოტიკების სამეცნ. საზ-ბების წევრად (აშშ, ინგლისი). სამეცნ. და პედაგოგიურ საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჟენევაში დააჯილდოვა "ბიფურკაციის ნემსის ორდენით" (1980). ის იყო პირველი ქართველი მკვლევარი, რ-მაც აღნიშნული ორდენი "ყვავილის" წინააღმდეგ ბრძო­ლა­ში განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიიღო.

კ. არის მრავალი სამეცნ. შრომის ავტორი, რ-ებიც ეხება მიკრობიოლოგიის და ეპიდემიოლოგიის აქტუალურ საკითხებს (აქედან 3 მონოგრაფიაა). მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები მ. შ. ღირსების ორდენი (1997).

თხზ.: ეპიდემიოლოგია. სახელმძღვანელო, თბ., 1981 (თანაავტ.); Международные аспекты борьбы с холерой, М., 1971.