კონსტანტინე (გიორგის ძე) კერესელიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

კონსტანტინე გიორგის ძე კერესელიძე (დ. 5. I. 1932, მოსკოვი), კინორეჟისორი. სა­ქარ­თვ. ხელოვ­ნ. დამს. მოღვაწე (1983).

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკტი (1963). 1954-იდან მუშაობდა "ქარ­თულ ფილმში" ­ოპერატორის ასისტენტად. სატელევიზიო ფილმების სტუდიაში გადაიღო მოკლემეტრაჟიანი მხატვ­რუ­ლი ფილ­მი "მხო­ლოდ 17 კილომეტრი" (1964). 1965–92 მუშაობდა სა­ქართვ. ქრონიკალურ-­დოკუმენტური და სა­მეცნ.-პოპულ. ფილმების სტუდიაში, სადაც გადაიღო სა­მეცნ.-პოპულარული ფილ­მები: "მა­რო თარხ­ნი­შვი­ლი" (1967), "ჯა­დოსნური სას­მელი" (1969),"უთო­ფო მონა­დირე" (1968), "ადა­მიანი ლეგენდა" (1969), "ბალა­და" (1974), "პარამეტრი პ" (1975), "ტვი­ნი და მშობიარობა" (1975), "ხე­ლოვნური ინტელექტი" (1976), "ალა­ვერდი", "ნიკორწმინდა" (1977), "ფანჯარა სამყაროში" (1978), "ალქიმიკოსები" (1980), "უჩა ჯაფარიძე" (1981), "ოქროს თევ­ზი"(1982), "აღმოჩენა 250" (1983), "ნიშნუ­ლი ატომი" (1986), ­"ბიჭვინთის ფიჭვი" (1987), "დინას­ტია" (1989), "უჩინარი სახე­ლი" (1989), "და­ვით ბადრიძე (1989), "ივანე კერესელიძე" (1990), "ვიქტორ დო­ლიძე" (1991), "სიყვარულის ახს­ნა" (1991) და სხვ. 1993-იდან ცხოვრობს აშშ-ში.

მ. კერესელიძე.