ენციკლოპედიათა ქსელის (European Encyclopedia Network, ENN) წლიური კონფერენცია

2025 წლის 13-14 ოქტომბერს რომში გაიმართა ევროპის ენციკლოპედიათა ქსელის (European Encyclopedia Network, ENN) მორიგი წლიური კონფერენცია, რომელსაც უმასპინძლა იტალიის ენციკლოპედიის ინსტიტუტმა (Instituto della Enciclopedia Italiana). კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის 15 ქვეყნის წარმომადგენლებმა, ასევე - მოწვეულმა სტუმრებმა ევროპარლამენტიდან და სამეცნიერო წრეებიდან.

Caption

 

კონფერეციამ განიხილა გლობალურ საინფორმაციო სივრცეში არსებული გამოწვევები და ENN-ის ფარგლებში თანამშრომლობის პერსპექტივები.
კონფერენციაზე ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის საქმიანობის შესახებ ისაუბრა მთავარმა რედაქტორმა ზურაბ აბაშიძემ.

მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ENN-ის მორიგი კონფერენცია გაიმართება თბილისში 2026 წლის ოქტომბერში და მიეძღვნება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსების 85-ე და ქართული ენციკლოპედიის მე-60 წლისთავს.