TOTOSLOT4D adalah situs slot online resmi yang terbaik no 1 tentunya pada tingkat rate kemenangan 98% cuma secara bermain disitus slot gacor hari ini

TOTOSLOT4D adalah situs slot gacor terpercaya yang menawarkan game slot gacor terbaik hari ini gampang menang sehingga mendatangkan maxwin.

Alasan gampang menang yaitu karena situs XLSLOT88 memberikan info permainan slot gacor hari ini di situs slot88

agen situs XLSLOT88 sudah dipercaya oleh ribuan pemain situs judi online slot gampang menang memberikan hadiah kemenangan besar

XLSLOT88 adalah situs judi slot online gacor terbaik nomor 1 di Indonesia yang mempunyai game slot gacor dan judi online gampang menang paling dipercaya no 1 di Indonesia dengan winrate tinggi

Sebagai situs slot online gacor terpercaya menang jackpot sensasional tentu saja XLSLOT88 memiliki lisensi resmi dari lembaga perjudian nasional yang merupakan hal yang sangat diutamakan untuk keamanan dan kenyamanan para pemainnya

XLSLOT88 sebagai situs slot online gacor gampang menang hari ini tentunya menyediakan ratusan pilihan game yang dapat dimainkan secara bebas dan memiliki kemungkinan menang jackpot besar di setiap game slot online gacor nya

XLSLOT88 sebagai situs slot gacor terbaru dan terpercaya gampang menang memberikan beberapa keuntungan yang bisa diperoleh setelah bergabung di situs XlSlot88

Situs judi online slot gacor 2025 hari ini seringkali memberikan penawaran bonus dan promosi yang sangat menggiurkan

Situs TOTOSLOT99 sebagai Situs Slot gacor Terpercaya yang layani Daftar Slot Online Gacor berdiri semenjak tahun 2020 yang punya beberapa ribu anggota setia aktif setiap harinya

Daftar Slot gacor paling aman disini dan dapatkan keuntungan berlimpah disini dengan melakukan pendaftaran di situs slot gacor TOTOSLOT99

TOTOSLOT99 adalah platform judi slot online resmi yang menawarkan pengalaman bermain seru, aman, dan menguntungkan dengan peluang jackpot maksimal

Selamat datang di situs TOTOSLOT99 slot gacor maxwin gampang menang jackpot maxwin terbesar hari ini yang menyediakan berbagai fasilitas lengkap untuk memenuhi keinginan para member

Situs Judi Slot Online Gacor TOTOSLOT99 Sering Kasih Menang Maxwin yang selalu memberikan hadiah bonus jackpot slot online terbaik terbesar

TOTOSLOT99 menyediakan berbagai permainan bocoran slot gacor malam ini yang mudah untuk menang seperti bola online sbobet88, live casino online

Banyak varian game judi online terbaik, terbaru dan terlengkap yang TOTOSLOT99 sedikan selaku agen slot terpercaya 2024

TOTOSLOT99 adalah Situs slot yang mudah menang yang sudah menjadi bandar situs khusus judi slot online di Asia dengan permainan Daftar Situs Judi Slot Gacor Gampang Menang Hari Ini

Banyak pilihan provider situs slot online gacor jackpot terbesar yang bisa anda mainkan bersama teman dan keluarga untuk mendapatkan bonus jackpot di situs TOTOSLOT99

PAYSLOT88 selaku situs judi slot gampang menang jackpot terbesar menyediakan daftar situs judi slot gacor terpercaya hari ini bagi semua bettor judi slot online

bermacam-macam game popular seperti: sbobet slot online, poker idn, 9Gaming Poker telah disediakan TOTOSLOT99 untuk memenuhi kepuasan para member.

Anda dapat memilih permainan sesuai skill dan kesukaan anda, sehingga dapat membuat anda mendapatkan banyak hadiah dan bonus TOTOSLOT99

TOTOSLOT99 terbaru slot gacor 4D dan togel 4D resmi dengan sistem gampang menang. Dapatkan peluang besar dengan modal kecil

TOTOSLOT4D sebagai Link Slot Gacor 2025 merupakan situs permainan judi online 24jam terpercaya yang menyediakan banyak jenis permainan judi seperti, taruhan bola, casino, poker online, tembak ikan, sabung ayam

XLSLOT88 Merupakan Situs Wahana Bermain Slot Zeus Gacor Mudah Jp x1000 Perkalian Merah

XLSLOT88 adalah Link Slot88 Gacor dan Situs Slot Gacor Server Thailand Terbaik tahun 2025

TOTOSLOT4D dikenal sebagai situs zeus slot yang paling gacor karena memiliki permainan slot gacor anti rungkad terbaru

XLSLOT88 adalah link slot online resmi terpercaya yang menawarkan berbagai pilihan permainan slot gacor mudah menang serta menghadirkan pengalaman bermain terbaik

XLSLOT88 adalah situs terpercaya slot gacor 2025 anti rungkad mudah menang maxwin menyediakan ratusan game terbaru slot gacor dengan rtp maxwin 98% dijamin cuan jutaan auto jadi sultan.

XLSLOT88 menghadirkan link daftar situs slot thailand dan slot gacor 777 gampang menang tahun 2025, nikmatin ratusan game-game terbaik yang seru dimainkan gampang menang jackpot jutaan rupiah.

TOTOSLOT4D merupakan Daftar situs slot online yang menjadi tempat bermain para pecinta judi slot gacor di Indonesia

Slot Gacor hadir dengan berbagai macam permainan slot maxwin terbaru 2025 dan bekerja sama dengan situs TOTOSLOT4D

TOTOSLOT99 merupakan Link Login Slot Scan Qris yang dapat dimainkan secara daring dan bisa dapat jackpot besar

berbagai macam permainan judi online tersedia di situs XLSLOT88 dengan deposit rendah bisa maxwin besar.

TOTOSLOT99 Merupakan Situs Slot Toto99 terpercaya dapat memberikan kemenangan disetiap harinya hanya dengan modal kecil

PAYSLOT88 adalah situs slot online terpercaya di indonesia, ditahun 2025 sudah terbukti dapat memberikan kemenangan besar disetiap permainannya

PAYSLOT88 merupakan situs slot gacor terbaru ditahun 2025 menghadirkan mengalaman bermainan yang sangat bagus di indonesia

TOTOSLOT99 adalah situs slot gacor resmi gampang menang dengan koleksi permainan dari provider ternama dan dukungan teknologi terbaru

XLSLOT88 adalah media resmi situs slot gacor hari ini gampang menang maxwin jackpot x1000, daftarkan akun pro provider slot gacor hanya di XLSLOT88 mainkan ratusan game terupdate yang seru dimainkan dengan grafik terbaik di indonesia.

XLSLOT88 merupakan platform terbaru situs resmi slot online gacor no.1 di indonesia, menghadirkan ratusan game slot online gacor yang seru untuk dimainkan dan pasti gampang menang maxwin sampai ratusan juta rupiah

Temukan permainan slot online gacor 2025 hanya di situs TOTOSLOT4D dengan minmal depsoit 20ribu saja bisa maxwin setiap hari

TOTOSLOT99 merupakan Link Login Slot Scan Qris yang dapat dimainkan secara daring dan bisa dapat jackpot besar

TOTOSLOT4D titik kumpul pertemuan situs slot scan qris dan slot gacor online 4d yang mempunya sistem serba gacor terbaru

TOTOSLOT4D adalah link bermain situs slot scan qris colaborasi dengan slot gacor 4D yang sudah di pastikan akan gampang maxwin di permainan slot onlinenya

TOTOSLOT4D kini hadir dengan slot online yang melakukan deposit scan qris bantuan sistem canggih bernama AI Qris yang membuat semakin legit memproses deposit anda tanpa ditunda tunda

TOTOSLOT4D sangat di kenal dengan paltform situs slot scan qris yang bekerjasama toto slot 4d untuk mempermudah bertransaksi maupun deposit dan penarikan

ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია

ქართული ენციკლოპედია

ზოგადი ინფორმაცია

საქართველოში საენციკლოპედიო-ლექსიკოგრაფიულ საქმიანობას დიდი ხნის ტრადიცია აქვს. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ფილოსოფიურ-თეოლოგიურ და საისტორიო-ჰაგიოგრაფიულ თხზულებებს მუდამ თან ერთვოდა ენციკლოპედიური ხასიათის კომენტარი. სამეცნიერო ცნობების, ტერმინების განმარტებანი უხვად გვხვდება ეფრემ მცირის, იოანე პეტრიწის, არსენ იყალთოელისა და სხვა მოღვაწეთა ნაშრომებში.

ქართული საენციკლოპედიო-ლექსიკოგრაფიული მეცნიერების განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა სულხან-საბა ორბელიანის ,,ქართულმა ლექსიკონმა“. განსაკუთრებული ადგილი უკავია, აგრეთვე, იოანე ბატონიშვილის ენციკლოპედიურ ნაშრომ ,,კალმასობას“ (1813-28). 1898-99 წლებში ივანე როსტომაშვილის რედაქციით გამოვიდა მრავალტომეულად განზრახული ,,რუსულ-ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონის“ პირველი ოთხი წიგნი. XX საუკუნის დასაწყისში მეცნიერებისა და კულტურის განვითარების დონემ, ეროვნული ინტელიგენციის მომძლავრებამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა ქართული ენციკლოპედიის შექმნის აუცილებლობა. ქართველმა მეცნიერებმა ალექსანდრე ცაგარელის, ვასილ პეტრიაშვილისა და ალექსანდრე ხახანაშვილის მეთაურობით გადაწყვიტეს, გამოეცათ "საქართველოს ენციკლოპედია". შეიქმნა ცნობილ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა საგანგებო ამხანაგობა, შედგენილ იქნა გამოცემის ვრცელი პროგრამა, მაგრამ მაშინდელ პირობებში ამ პატრიოტულ საქმეს განხორციელება არ ეწერა.

XX საუკუნის 30-იან წლებში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის რედაქციის შექმნას. მთავარი რედაქტორი იყო მალაქია ტოროშელიძე, პასუხისმგებელი მდივანი - სიმონ ყაუხჩიშვილი. ენციკლოპედიის შექმნაში მონაწილეობდნენ დიდი ქართველი მეცნიერები. 1933 წელს მზად იყო გამოცემის სიტყვანი. უკვე ერთი წლის შემდეგ რედაქციამ თითქმის დაასრულა I ტომზე მუშაობა, მაგრამ შემდგომ ეტაპზე თავი იჩინა სხვადასხვა სახის სიძნელეებმა. მასობრივი რეპრესიები რედაქციის თანამშრომლებსაც შეეხო. 40-იანი წლების დასაწყისში გამოცემაზე მუშაობა შეწყდა.

შემორჩენილია რედაქციის არქივი (კერძოდ, ავტორთა სტატიები) და სამაკეტოდ დასტამბული ტექსტის ათიოდე თაბახი. გამოჩენილ ქართველ მეცნიერთა მიერ შექმნილ საენციკლოპედიო წერილებს დღემდე არ დაუკარგავს მეცნიერული ღირებულება (ივანე ჯავახიშვილის, კორნელი კეკელიძის, სიმონ ჯანაშიას, გერონტი ქიქოძისა და სხვ. წერილები).

განახლებული სახით ქართული ენციკლოპედიის რედაქცია 1966 წელს დაარსდა ირაკლი აბაშიძის თაოსნობით, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამ საშვილიშვილო საქმეს.

ჭეშმარიტად ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა რედაქციის მიერ პირველი ქართული უნივერსალური ენციკლოპედიის თორმეტტომეულის გამოცემას 1975-87 წლებში (მთ. რედაქტორი - ირაკლი აბაშიძე, მთ. რედაქტორის მოადგილეები: როინ მეტრეველი, ავთანდილ საყვარელიძე, პ/მგ მდივანი გიორგი ჟორჟოლიანი, თენგიზ ხოშტარია, იაგო ვარდოსანიძე). მის შექმნაზე მუშაობდნენ ქართული მეცნიერების კორიფეები: ალექსანდრე ბარამიძე, თამაზ გამყრელიძე, ილია ვეკუა, პავლე ინგოროყვა, ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველი, ვიქტორ კუპრაძე, ნიკოლოზ (ნიკო) მუსხელიშვილი, სიმონ ყაუხჩიშვილი, აკაკი შანიძე, გიორგი ჩიტაია, ევგენი ხარაძე, სერგი ჯიქია და სხვ. ენციკლოპედიის 80-ათასიანი ტირაჟი მალე გაიყიდა და რარიტეტად იქცა. იგი დღემდე რჩება ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროდ ქართულ ენაზე ცოდნის სხვადასხვა სფეროში.

,,ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ ბოლო ტომის  გამოცემიდან (1987) დიდი დრო გავიდა. მას შემდეგ ჩვენში, და მთლიანად მსოფლიოში, ისტორიული ცვლილებები მოხდა. განსაკუთრებით რთული იყო რედაქციისათვის, ისევე როგორც მთელი ქვეყნისათვის, 1990-იანი წლები. თანამშრომლებს, ფაქტობრივად, უსახსროდ უწევდათ სამეცნიერო საქმიანობა. მიუხედავად ამისა, შესაძლებელი გახდა მუშაობის დაწყება ენციკლოპედია ,,საქართველოზე“, რომლის პირველი ტომი 1997 წელს გამოიცა.

2006 წელს, მას შემდეგ, რაც ენციკლოპედიის რედაქციის შენობა გადაეცა ილიას უნივერსიტეტს, ენციკლოპედია მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობაში განთავსდა.

2012 წელს განახლდა ენციკლოპედია ,,საქართველოს“ მორიგი ტომების მომზადება. ენციკლოპედია ,,საქართველოში“ მკითხველს ვაწვდით მრავალფეროვან ინფორმაციას საქართველოსა და ქართველებზე, ყველა მნიშვნელოვან მოვლენაზე, ფაქტსა თუ მოღვაწეზე. ასევე, - იმ უცხოელებსა და მსოფლიო-ისტორიულ მოვლენებზე, რომელთაც ღრმა კვალი დატოვეს ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. ენციკლოპედიაში წარმოდგენილია ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ის ძირითადი სფერო, რომელთან დაკავშირებითაც საქართველო განიხილება მსოფლიოს საერთო ისტორიულ-კულტურულ კონტექსტში.

ბოლო 20 წლის განმავლობაში ენციკლოპედიის რედაქციამ სამეცნიერო საზოგადოებასა და ფართო მკითხველს რამდენიმე საინტერესო გამოცემა შესთავაზა, კერძოდ: 2002 წელს გამოიცა ენციკლოპედია ,,თბილისი“, რომელშიც თავმოყრილი და სისტემაში მოყვანილია ძირითადი ცნობები ჩვენი დედაქალაქის შესახებ. წიგნმა ქართველი მკითხველის დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. 2008 წელს კი, თბილისის მერიის მხარდაჭერით, ქართული ენეციკლოპედიის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ გამოსცა ენციკლოპედიური ლექსიკონი ,,თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“. წიგნში დეტალურადაა ასახული თბილისის ქუჩების მდებარეობა, ისტორია და არქიტექტურული სახე; მოცემულია იმ პირთა ბიოგრაფიული ცნობები, რომელთა სახელსაც ატარებს ესა თუ ის ქუჩა. წიგნს დართული აქვს სახელშეცვლილი ქუჩების სია, 117 სქემატური რუკა თავისი საძიებლებით, რომლებშიც მითითებულია 2400-მდე ობიექტის კოორდინატები; გამოცემას უფრო თვალსაჩინოს ხდის ასობით ფოტოილუსტრაცია.

ეს არის უნიკალური გამოცემა, რომელშიც ასახულია ის ცვლილებები, რომლებიც განიცადა თბილისის ქუჩების სახელწოდებებმა XIX საუკუნიდან მოყოლებული. ამისათვის დამუშავდა 1846-1917 წლებში გამოცემული კავკასიის კალენდრები, თბილისის გეგმები და ტოპოგრაფიული რუკები, ქუჩების ცნობარები, თბილისის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში დაცული საარქივო მასალა, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახ. ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებული შესაბამისი ლიტერატურა და სხვ.

ქართული ენციკლოპედიის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ, არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტთან ერთად, მოამზადა განმარტებით და ორთოგრაფიულ ლექსიკონთა სერია: კონა გიგინეიშვილის ,,ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“ (1985); ,,ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. ერთტომეული“ (1986, მეორე გამოცემა 2 ნაკვეთად, 1990); ,,საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“ (1987; მეორე გამოცემა 2009); ,,საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“ (1987); ,,საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“ (1989); ,,უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“ (1989) და სხვ.

2008 წელს გამოიცა პირველი ქართული სამეცნიერო-დარგობრივი ენციკლოპედია ,,ქართული ენა”, რომელიც მოიცავს ქართული ენის ისტორიისა და ფუნქციონირების (სალიტერატურო ენა, სახელმწიფო ენა) ყველა ასპექტს. იგი აშუქებს ქართული ენის ისტორიის, სტრუქტურის, დიალექტური შედგენილობის პრობლემებს მოყოლებული ძველი დროიდან თანამედროვე ქართულის ჩათვლით. ქართული ენა განხილულია ენათმეცნიერების განვითარების თანამედროვე დონეზე. ნაშრომი ასახავს ქართველ მეცნიერთა და უცხოელ ქართველოლოგთა მიღწევებს ამ დარგში. ენციკლოპედიაში ასახულია მასალა ქართველური და კავკასიური ენების, აგრეთვე, იმ ენების შესახებაც, რომლებიც საქართველოში იყო ან არის გავრცელებული, ან რაიმე კონტაქტი ჰქონდა ქართულ ენასთან უშუალოდ, ან - მწიგნობრული გზით. ზოგიერთი ცნობა დაიბეჭდა პირველად. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ძველი ქართული გრამატიკული აზრის განვითარებისა და ლექსიკოლოგიური კვლევის შემსწავლელი მასალები, მ. შ. ზოგი პირველად გახდა ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის. ენციკლოპედიაში მიმოხილულია მნიშვნელოვანი ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები, რომლებიც შემონახულია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. უნდა აღინიშნოს ჩრდილო კავკასიაში გავრცელებული ქართული ძეგლების ამსახველი მასალები. სტატიებს ახლავს უნიკალური ილუსტრაციები. ზოგიერთი ცნობა და ილუსტრაცია პირველად გახდა ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის. ენციკლოპედიაში ასახულია ქართული მწიგნობრობის ცენტრები უძველესი დროიდან მოყოლებული, თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი სამეცნიერო დაწესებულებების ჩათვლით.

2011 წელს წიგნის შემდგენელ იზაბელა ქობალავასა და რედაქტორ გუჩა კვარაცხელიას მიენიჭათ აკად. აკაკი შანიძის სახელობის პრემია.

პარალელურად მომზადდა ,,ქართული დამწერლობა“, პოპულარული გამოცემა ალბომის სახით მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის. წიგნის ტექსტის ავტორია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფ. ელენე მაჭავარიანი.

ძველი ქართული დამწერლობის – ასომთავრულისა და ნუსხურის – შესწავლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ძველი კულტურული მემკვიდრეობის გამოსავლენად, განსაკუთრებით - ძეგლების ზუსტი დათარიღების თვალსაზრისით. ვიზუალური მასალის საფუძველზე წიგნში წარმოდგენილია ყოველი ასო-ნიშნის გრაფიკული შედარება თანამედროვე მხედრულ დამწერლობასთან, ხოლო ნუსხური მწერლობა განიხილება როგორც შუალედური, გარდამავალი ეტაპი ამ საერთო განვითარებაში.

2011 წელს ენციკლოპედიის რედაქციამ მკითხველს შესთავაზა წიგნი ,,100 ქართველი უცხოეთში“ იმ ქართველებისა და ქართული წარმოშობის პირთა შესახებ, რომლებმაც უძველესი დროიდან დღემდე მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს  უცხოეთის ამა თუ იმ ქვეყნის კულტურაში, მეცნიერებასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ზოგი მათგანი საქართველოში არ დაბადებულა, ზოგიერთს საქართველოში არც უცხოვრია ან ბავშვობისას დაუტოვებია სამშობლო; ისინი იმ ქვეყნის კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ნაწილად იქცნენ, რომელშიც მოღვაწეობდნენ. შთამბეჭდავია ამ ქვეყნების ჩამონათვალი: ეგვიპტე, ბიზანტია, საბერძნეთი, პალესტინა, ირანი, ოსმალეთი, ევროპის ქვეყნები, რუსეთი, ამერიკა...

გამოცემაში მოხვდნენ არა მხოლოდ ისინი, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სხვა ქვეყნის ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში (უფრო მეტიც, ზოგი მათგანი წმინდანად და ეროვნულ გმირადაც კი შერაცხეს), არამედ ისინიც, რომლებიც უცხოეთში საქართველოსთვის დაშვრნენ და საქართველოს იქიდან გაუწიეს ფასდაუდებელი სამსახური.

2014 წელს ენციკლოპედიის რედაქციამ მკითხველს შესთავაზა აღნიშნული გამოცემის მეორე ტომი - ,,100 ღირსახსოვარი სახელი“. იგი მიეძღვნა იმ არაქართული წარმომავლობის ცნობილ მოღვაწეებსა და უცხოელებს, რომლებმაც დიდი ამაგი დასდეს საქართველოს კულტურას, მეცნიერებასა და ა. შ.

ეს გამოცემა (ქართული, რუსულ და ინგლისურ ენებზე) მადლიერების გამოხატულებაა ამ დიდი პიროვნებების მიმართ, თავისებური საბუთი იმისა, რომ საქართველოში არ ივიწყებენ და პატივს მიაგებენ მათ, ვინც გვერდით გვედგა ბედნიერებისა თუ უბედობის ჟამს.

ენციკლოპედია ერის ერთგვარი პასპორტი, მისი კულტურისა და განათლების გამოხატულებაა. დღევანდელ ,,ციფრულ სამყაროში“ კი განსაკუთრებით აქტუალურია საკუთარი სივრცის დამკვიდრება მკითხველისათვის ხარისხიანი ინფორმაციის მიწოდების საშუალებით. ამის გათვალისწინებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ენციკლოპედიის სპეციალური ვებგვერდის (georgianencyclopedia.ge) დახვეწასა და განვითარებას.

ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჩვენს ქვეყანაში საფუძველი ჩაეყარა მნიშვნელოვან საქმეს - სამეცნიერო-საცნობარო, ენციკლოპედიური ხასიათის მრავალტომეულის - ,,საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის” გამოცემას. სამუშაოთა კოორდინაცია და კრებულის გამოცემა იმთავითვე დაევალა ქართული ენციკლოპედიის მთავარ სამეცნიერო რედაქციას.

ხანგრძლივი სამეცნიერო-კვლევითი და სარედაქციო მუშაობის შედეგად, 1990 წელს გამოიცა მრავალტომეული აღწერილობის პირველი წიგნი, რომელიც ეძღვნება გორის, კასპის, მცხეთის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების ისტორიისა და კულტურის ძეგლებს. წიგნში მიმოხილულია 1247 ისტორიისა და კულტურის ძეგლი (აღინიშნა საქართველოს სახელმწ. პრემიით, 1993).

2008 წელს გამოიცა მეორე წიგნი, რომელიც ეძღვნება ახმეტის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ისტორიისა და კულტურის ძეგლებს. წიგნში მიმოხილულია 1409 ისტორიისა და კულტურის ძეგლი.

2013 წელს გამოიცა მესამე წიგნი. ეძღვნება გურჯაანის, დედოფლისწყაროსა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ისტორიისა და კულტურის ძეგლებს. წიგნში მიმოხილულია 675 ისტორიისა და კულტურის ძეგლი.

2015 წელს გამოცემულ მეოთხე წიგნში მიმოხილულია თელავის მუნიციპალიტეტის ისტორიისა და კულტურის 363 ძეგლი.

2019 წელს გამოცემული მეხუთე წიგნი ეძღვნება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ისტორიისა და კულტურის ძეგლებს. წიგნში მიმოხილულია 266 ისტორიისა და კულტურის ძეგლი.

2021 წელს გამოიცა მეექვსე წიგნი. იგი ეძღვნება სიღნაღისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების ისტორიისა და კულტურის ძეგლებს. მიმოხილულია 250 ისტორიისა და კულტურის ძეგლი.

ამრიგად, აღწერილობის ექვსივე ტომში მიმოხილულია 4210 ისტორიისა და კულტურის ძეგლი.

ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა კრებულის მეშვიდე წიგნზე, რომელიც ეძღვნება შიდა ქართლის (ცხინვალის რეგიონის) ძეგლებს.

თითოეულ აღნიშნულ წიგნს აქვს შესავალი, რომელშიც მიმოხილულია მხარის ისტორია, არქეოლოგიური და მატერიალური კულტურის ძეგლები. საკუთრივ მუნიციპალიტეტს ახლავს მოკლე საცნობარო სტატია, ასევე ცალკე სტატიაა მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრებისა და იმ სოფლების შესახებ, რომლებზეც შესაძლებელი გახდა ისტორიული ცნობების მოპოვება. სტატიების უმეტესობა ილუსტრირებულია ნახაზებითა და ფოტოსურათებით.

წიგნის სამეცნიერო ღირებულება და პრაქტიკული დანიშნულება საკმაოდ მაღალია, რადგან მასში შეტანილი ხუროთმოძღვრული ძეგლების უმეტესი ნაწილი პირველად ქვეყნდება და პირველწყაროს მნიშვნელობას იძენს.

2023 წელს გამოიცა საბა მეტრეველის „ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, რომელშიც შესულია ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლებში (IV - XVIII სს.) მოხსენიებული სასულიერო და საერო პირები, ბიბლიური პერსონაჟები და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები, გეოგრაფიული და ეთნიკური სახელები, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები და აგიოგრაფიული ტერმინები. წიგნის რედაქტორები არიან აკადემიკოსები როინ მეტრეველი და ავთანდილ არაბული.