"კაუკაზიშე პოსტი"
("Kaukasische Post" – "კავკასიის ფოსტა"), ყოველკვირეული გაზეთი, გამოდიოდა 1906-იდან თბილისში გერმ. ენაზე. დამაარსებელი და პირველი რედ. – ა. ლაისტი. სხვადასხვა დროს მისი გამომცემლები იყვნენ კ. ფონ კუჩენბახი და ი. შლოინინგი.
"კ. პ-ის" ფურცლებზე შუქდებოდა მასალები საქართველოსა და
კავკასიის შესახებ. გაზეთი ასახავდა კავკასიის გერმანელთა ყოფას,
ქართ. საზ. ცხოვრებას, გერმანელ
კოლონისტთა და ქართველთა
ურთიერთობას.
გაზეთის პირველი ნომერი 1906
წ. 18 ივნისს გამოვიდა. I მსოფლიო ომის დაწყებისას მისი გამოცემა შეწყდა, ხოლო 1918–22 –
განახლდა.
"კ. პ-ში" ა. ლაისტმა გამოაქვეყნა ი. ჭავჭავაძისა და ა. წერეთლის
ლექსების, აგრეთვე ა. დეკანოზიშვილის პროზაული მინიატიურის
თავისივე თარგმანები.
გაზეთს ჰქონდა სხვადასხვა რუბრიკა: "პოლიტიკური მიმოხილვა", "სხვადასხვა ცნობები", "კოლონიებიდან", "მთელი მსოფლიოდან", "ლიტერატურა და ხელოვნება", "ახალი წიგნები", "მხიარული
კუთხე".
ლიტ.: ბ რ ე გ ა ძ ე ლ., მოგზაურობა "კაუკაზიშე პოსტის" ფურცლებზე, თბ., 2010.
თ. დოლიძე.