"თბილისი"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
19:11, 16 აპრილი 2020-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: 1. (თიფლის), მცირე ცთომილი #753. აღმოაჩინა რუსმა ასტრ. გ. ნეუიმინმა...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

1. (თიფლის), მცირე ცთომილი #753. აღმოაჩინა რუსმა ასტრ. გ. ნეუიმინმა 1913 წ. 30 აპრ. სიმეიზის (ყირიმი) ობსერვატორიაში. სახელიც მანვე უწოდა. "თ-ის" საშ. დაშორება მზიდან 348,5 მლნ. კმ. მზის ირგვლივ მიმოქცევის პერიოდი 3,6 წ. ოპოზიციაში საშ. ვარს­კვლავიერი სიდიდე 14,4.


2. ვაჟთა ვოკალური ანსამბლი. თავდაპირველად საქარ­თვე­ლოს სიმღერისა და ­ცეკვის სა­ხელმწ. ანსამბლის შემადგენელი ნაწილი იყო. 1983-იდან ანსამბლს დაერქვა "თბილისი", 1990-იდან კი ჩამოყალიბდა ­დამოუკიდებელ შემოქმედებით კოლექტივად. და­არ­სების დღიდან მისი უცვლე­ლი ხელმძღვანელია სა­ქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე რ. გ ო გ ო ლ ა ­შ ვ ი ­ლ ი. ანსამბლის რეპერტუარში ძირითადად ქართ. ხალხ. სიმღერები, ქართ. საგალობლები და ­ქართვ. კომპოზიტორთა ნაწარმოებებია. ანსამბლი "თ." ძალზე ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწევა. არსებობის განმავლობაში მას 5000-ზე მეტი კონცერტი აქვს ჩატარებული, აქედან 3000-ზე მეტი – ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ანსამბლ­მა დიდი წარმატებით მოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა.


სხვა­და­სხვა დროს ანსამბლში მღეროდნენ: ა. ყურა­შვი­ლი, ბ. სორდიძე, გ. დოლიძე, ბ. გუგავა, ნ. გამგებელი, გ. ასათიანი, მ. თალაკვაძე, და სხვ. 2000-იდან ანსამბლის შემადგენლობა ასე ჩამოყალიბდა: რ. გუნიავა, რ. ხუცი­შვილი, თ. წულაური, ზ. მამალაძე, ნ. აფხაიძე, ვ. დოლიძე, ი. სორდია, ო. ლომიძე, კ. ბერი­შვი­ლი, ზ. შალამბერიძე. 2003–12 წლებში ანსამბლს გარკვეული მიზეზების გამო სა­ქარ­თვე­ლო­ში არც ერთი კონცერტი არ ჩაუტარებია, თუმ­ცა ქვეყნის გარეთ (ჰოლანდია, ესტონეთი, შვედეთი, უკრაინა, რუსეთი, საფრანგეთი) წარმატებით გამართა 1000-მდე კონცერტი. დღეისათვის (2015) ანსამბლის შემადგენლობაში არიან რ. გოგოლა­შვი­ლი (ხელმძღვ.), ზ. მამალაძე, რ. გუნავა, რ. ხუცი­შვი­ლი, გ. გოგიტიძე, კ. ასლანი­შვი­ლი, თ. მამალაძე. ანსამბლს გამოშვებული აქვს ფირფიტა "გიგანტი", აუდიოკასეტა და 3 კომპაქტდისკი. "თ." დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

ნ. გელოვანი.


3. გაზეთი, სა­ქარ­თველოს კომპარტიის თბილისის კომიტეტისა და საქალაქო საბჭოს, 1990–92 კი – სა­ქართვ. უზენაესისაბჭოს პერიოდული ­ბეჭდვი­თი ორგანო. 1992–2006 "თ." და­მოუკიდებელი, თა­ვი­სუ­ფა­ლი სტატუსის მქონე გაზეთია. მისი პირველი ნომერი გამოვიდა 1958 წ. 15 იანვარს. იმავე წლის ივლისამდე გაზეთს ჰქონდა რუს. დუბლიკატი. გაზეთის პირველი რედაქტორი იყო ნ. ჯაში (1958–81), ქართ. ნაწილის მომზადებას ხელმძღვანელობდა პ. კოხრეიძე, რუს. დუბლიკატის მომზადებას – ზ. ახვლედიანი. სხვა­და­სხვა დროს გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ო. იოსელიანი (1981–85), ა. გოგელია (1985–89), ნ. მგელაძე (1989–90), ნ. ბოცვაძე (1990–92), გ. ზურაბი­­ შვი­ლი (1992–95), ა. ციცქი­შვი­ლი (1995–97), ი. ჭუმბურიძე (1997– 2006). "თ-ის" პირველივე ნომრებში აისახა დედაქალაქის მრავალფეროვანი ცხოვრება. გაზეთი, თავისი არსებობის განმავლობაში აქტიურად ეხმიანებოდა ქალაქის მაცხოვრებელთა წინაშე არსებულ მწვავე პრობლემებს – იქნებოდა ეს ახალმშენებლობების, ტრანსპორტის, ეკოლ. საკითხები, თუ საყოფაცხოვრებო ობიექტებში არსებული ვითარება, დაწყებითი, საშ. და უმაღლ. განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები, ახალგაზრდობის პრობლემები და ისტ. მნიშვ­ნელობის მქონე ძეგლთა დაცვის, აღდგენისა და რესტავრაციის საკითხები, რეგულარულად ქვეყნდებოდა კრიტ. წერილები სხვა­და­სხვა პრობლემის თუ დედაქალაქსა და ქვეყანაში მიმდინარე კულტ. ცხოვრების შე­სა­ხებ, წარსულისა თუ თანამედროვეობის გამოჩენილ თუ ნაკლებად ცნობილ მწერალთა ნაწარმოებები, მაღალკვალიფიციური სტატიები უცხოელ და ­ქართვ. მეცნიერთა სამეცნ. მიღწევებისა და ახ. აღმოჩენების თაობაზე. ფართოდ იყო წარმოდგენილი როგორც სა­ქართვე­ლოს, ისე მსოფლიოს სპორტ. ცხოვრების ამსახველი მასალა.


XX ს. 70-იან წლებში დაარსდა გაზეთის ყოველკვირეული სარეკლამო დამატება „ცნობის ფურცელი“ და მისი რუს. დუბლიკატი "Рио" (Реклама – информация – объявления). 80-იანი წლების II ნახევრიდან, ე. წ. „პერესტროიკის“ პერიოდში დაწყებული დიდი საზ.პოლიტ. ცვლილებების წლებში გაზეთი ეხმაურებოდა აქტუალურ კულტ., საზ.-პოლიტ. თემატიკას.


XX ს. 90-იანი წლების შემ­დგომ განვითარებული საბაზრო ურთიერთობების გამო 2006 გაზეთი დაიხურა.

ლიტ.: თ ო ფ უ რ ი ა ფ., ეს გზა "თბილისზე", გადის, თბ., 1997; მ ი ს ­ ი ვ ე, გზა, რომელმაც "თბილისამდე" მიგვიყვანა, თბ., 2000.

ა. კოხრეიძე.


4. ქარ­თუ­ლი სამარკო ბრენდი (კონიაკი). უშვებენ 1958იდან თბილ. 1500 წლისთავთან დაკავშირებით. მზადდება 15–20 წლის განმავლობაში მუხის კასრში ან მუხის ტკეჩზე დაძველებული სპირტისაგან, რ-იც მიიღება შილდა–ყვარლის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში მოწეული ყურძნის გადამუშავებით მიღებული ღვინომასალის გამოხდით. ხასიათდება მუქი ოქროსფერით, კარგად გამოხატული სურნელით, რბილი, ხავერდოვანი ზეთის გემოთი, 43% მოცულობითი სპირტშემცველობით და 7% შაქრიანობით, 1958-იდან სხვა­და­სხვა საერთაშ. გამოფენაზე მიღებული აქვს 8 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი.



5. (სააქციო საზოგადოება სამშენებლო კომპან ი ა "თ ბ ი ლ ი ს ი"), დაარსდა 1966 თბილისში, როგორც სა­ქართვე­ლოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს #1 სამშენებლოსამონტაჟო ტრესტი. 1993 გარდაიქმნა სააქციო საზ-ბად – სამშ.სამონტაჟო ფირმა "ლეჩ­ხუმი"; 1996-იდან დაერქვა სა­აქციო საზ-ბა სამშ.-სამონტაჟო ­ტრესტი "თბილისი", 2001 კი – სააქციო საზ-ბა სამშ. კომპანია "თ." მისი აქციები მთლიანად კერძო მფლობელობაში იყო. კომპანიას ჰქონდა საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიურო და საგარეო-ეკონ. ურთიერთობების სამსახური, აგრეთვე ფილიალები ბორჯომში, ხარაგაულში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში სამშ. და სპეც. სამუშაოთა წარმოებისათვის; ფლობდა სა­ხელმწ. ლიცენზიას ყველა სა­ხის სამშ.-სამონტაჟო სამუშაოების პროექტირებასა და მშენებლობაზე, მ. შ. გზებისა და ხიდების, მაგისტრალური ­წყალსადენებისა და გაზსადენების, ელექტროსადგურების, ნაპირსამაგრი ნაგებობების, საზღვაო პორტების, რკინიგზებისა და სხვ. კომპანიას გააჩნდა მძლავრი საწარმოო (რკინაბეტონის, ასფალტბეტონის, მეტალოკონსტრუქციების ქ-ნები მათში შემავალი სამსხვრევდამხა­რისხებელი, ხის დამმუშავებელი, მეტალოპლასტიკისა და ალუმინის ნაწარმის დამამზადებელი წარმოებებით თბილისსა და ფოთში), მექანიზაციისა (სპეც. სამშენებლო ტექნიკა) და ავტოტრანსპორტის ბაზები, აგრეთვე დიდი სასაწყობო მეურნეობა (თბილისში, ბათუმსა და ფოთში) რკინიგზის საკუთარი ჩიხებით, რ-ებიც ასრულებდნენ ნებისმიერი საპროექტო-საძიებო, სამშ.სამონტაჟო, სარეკონსტრუქტოროსარემონტო, მოპირკეთების, სამხატვრო, ასფალტირების, ტერიტორიის მოწყო­ბისა და სხვა სამუშაოებს.


სამშ. კომპანია "თ-ს" სა­ქართვე­ლო­ში აშენებული აქვს: საცხოვრებელი სახლები, სკოლები და საბავშვო ბაღები, სამრეწვ., სას.-სამ., ჯანმრთელობის, კულტ., კავშირგაბმულობის, კომუნ., საოფისე და სხვა დანიშნულების ობიექტები, მ. შ. თბილისში – ლუდის ქ-ნა "კასტელი-საქართველო", ფეხბურთის ფედერაციის ­ოფისი, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, რესტორანი "მაკდონალდსი" (კ. მარჯანი­შვი­ლის ­მოედანზე); მონაწილეობდა მიწისძვრით დაზარალებული სომ­ხე­თის (სპიტა­კი, ლენინაკანი) და დას. საქარ­თვე­ლოს (საჩხერე, ჭიათურა) რ-ნებში სამშ.-აღ­დგენით სამუშაოებში. ჩვენი ქვეყ­ნის გარეთ მას აშენებული აქვს ქ. ბუდიონოვსკში (სტავროპოლის მხა­რე) რესპ. საავადმყოფო, ქ. ნალ­ჩიკში (ყაბარდობალყარეთის აო) – ბ. კალმიკოვის სახ. სანატორიუმი, მოსკოვში – სა­­ ქართვ. საელჩო; იქვე აღადგინა სასტუმრო და კულტ. ცენტრი, მონაწილეობდა აგრეთვე ქრისტემაცხოვრის ტაძრის კედლების მოპირკეთებაში.


1966–2004 სამშ. კომპანიამ საქარ­თვე­ლო­ში ააშენა 3345 ობიექტი, რ-თა საერთო ღირებუ­ლება ლარით 920 მლნ. აშშ დოლარის ეკვივალენტია.

კომპანიის უცხოელი პარტნიორები იყვნენ შპს "მორისონი" (ინგლისის სამშ. კომპანია) და სააქციო საზ-ბა "მოსსპეცპრომსტროი" (რუსეთი).

2009-იდან კომპანია აღარ ფუნქციონირებს.