"თარგმანნი საამო საკითხავთა თხზულებათა"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
14:41, 6 მარტი 2020-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: (1872), ლიტე­რატურული კრებული (გამოვიდა ერთი ტომი). გამოსცა 1872 თბ...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search
(1872), ლიტე­რატურული კრებული (გამოვიდა ერთი ტომი). გამოსცა 1872

თბილისში დაარსებულმა "ქართველ ქალთა ამხანაგობამ" (ე. ყიფიანი, ე. გაბა­შვი­ლი, ე. მელიქი­­ შვი­ლი), რ-იც მიზნად ისახავდა უცხოელ ავტორთა თარგმნასა და გამოცემას. კრებულში შესულია "პარიჟელი ბიჭი" (ნაწყვეტი ვ. ჰიუგოს რომანიდან "საბრალონი"), "ამერიკელი ქალები XVIII საუკუნისა", "ჟულ ტარრო" და "უკანასკნელი დღენი ნათანიელ როსსელისა". `თ. ს. ს. თ-ის გამოცემას სერიოზული საზ. რეზონანსი მოჰყვა, რამაც მძლავრი ბიძგი მისცა ­ქართვ. ქალთა გააქტიურებას საზ., კულტ.-საგანმან. და სალიტერატურო ასპარეზზე.

ლიტ.: მ ე ს ხ ი ს., თხზულებანი სამ ტომად, შედგენილი ი. ბოცვაძის მიერ, მისივე წინასიტყვაობითა და შენიშვნებით, ტ. 1, თბ., 1962; ნ ი კ ო ლ ა ძ ე ნ., ჩვენი მწერლობა, თხზულებანი, დ. გამეზარდა­შვი­ლი რედ. და შენიშვნებით, ტ. 3, თბ., 1963.

თ. ჯოლოგუა.