`თავისუფლება”

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
17:36, 24 ნოემბერი 2015-ის ვერსია, Tea (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: `თავისუფლება”, რადიო თავისუფალი ევროპა, რადიო თავისუფლება [...)
Jump to navigation Jump to search

`თავისუფლება”, რადიო თავისუფალი ევროპა, რადიო თავისუფლება [ინგლ. Radio Free Europe, Radio Liberty (RFE/RL)], აშშის კონგრესის მიერ 1949, `ცივი ომის” პერიოდში, დაარსებული და დაფინანსებული კერძო, დამოუკიდებელი სამაუწყებლო კორპორაცია, რიც მიზნად ისახავდა `რკინის ფარდის” მიღმა მდებარე ქვეყნებისთვის მიუკერძოებელი, ცენზურისგან თავისუფალი ინფორმაციის მიწოდებას. `თმ” მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კომუნისტური ხელისუფლების დამხობასა და პოსტკომუნისტურ ქვეყნებში დემოკრ. ფასეულობების დამკვიდრებაში. 1949–95 მისი სათავო ოფისი მიუნხენში მდებარეობდა, 1995ის შემდეგ კი პრაღაში გადავიდა. პრაღის სათავო ოფისის გარდა, `თს” აქვს 19 ადგილობრივი ბიურო სამაუწყებლო რეგიონის ქვეყნებში, მ.შ. საქართველოში; კორპორაციული შტაბბინა – ვაშინგტონში. მაუწყებლობს 21 ქვეყანაში 28 ენაზე. `თში” დასაქმებულია 400ზე მეტი შტატიანი და 750მდე შტატგარეშე ჟურნალისტი. `თის” ქართ. სამსახურის პირველი გადაცემა ეთერში გავიდა 1953 წ. 3 მარტს.