`თბილისის ქაღალდის ფაბრიკა”

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
17:26, 7 დეკემბერი 2015-ის ვერსია, Tea (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: `თბილისის ქაღალდის ფაბრიკა” (სააქციო საზოგადოება), ქაღალდის...)
Jump to navigation Jump to search

`თბილისის ქაღალდის ფაბრიკა” (სააქციო საზოგადოება), ქაღალდის მწარმოებელი საწარმო. მდებარეობს თბილისში, ისანისამგორის რნში. დაარსდა 1935. ამზადებდა საკოლოფე, შპალერის ქვეშ გასაკრავ (დუბლაჟს), სამუშტუკე, გასანთლულ (უშვებდა II მსოფლიო ომის დროს) ქაღალდს, ასევე – ქაღალდს, ხელსახოცისა და ერთჯერადი თეფშებისათვის და წყალგაუმტარ მუყაოს. 1972 ჩატარდა ფკის რეკონსტრუქცია, 1980 კი დაინერგა ტექნოლ. დანადგარების მართვის თანამედროვე სისტემები ნახევარგამტარული ტექნოლ. გამოყენებით (ტრანზისტორების, ტირისტორების და სხვა თანამედროვე ნახევარგამტარული ტექ. ელემენტებით). 1996იდან საწარმო სააქციო საზბად ჩამოყალიბდა. საპროექტო სიმძლავრეა 800 ტ ქაღალდი წელიწადში. „თ. ქ. ფ.” ამუშავებს ადგილ. ნედლეულს (მაკულატურას), რისგანაც ამზადებს საგოფრე, რუბეროიდისა და სატომრე ქაღალდს, აგრეთვე გოფრირებულ მუყაოს ყუთებს. გამოშვებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც – სომხეთსა და აზერბაიჯანში. თბილისის ქვაბული, მტკვრის ხეობა ზემო ავჭალიდან (ჩრდით) ფონიჭალამდე (სამხრით). სიგრძე დაახლ. 42 კმ, მაქს. სიგანე – 10 კმ. შემოსაზღვრულია: დასიდან და სამხრიდან თრიალეთის ქედის განშტოებებით – საწკეპელას, მსხალდიდის, ლისის, მთაწმინდის, თაბორისა და თელეთის ქედებით; აღმიდან – ივრის ზეგნის ჩრდ.დას. ნაწილით, ჩრდიდან – საგურამოს ქედის კალთებით. ქვაბულის ფსკერის დონე 350–450 მ ფარგლებში ცვალებადობს. კალთები ზოგან 600–1500 მ აღწევს. აგებულია უმთავრესად ზედაეოცენური ტერიგენული და ტუფოგენური ქანებით. სამხრ. ნაწილში არის შუა ეოცენის ვულკანოგენური წყება. მნიშვნელოვანი ფართობი უკავია მეოთხეულ (მდინარეულ და ტბიურ) დანალექებს. ქვაბულის ჩრდ. ნაწილი ალუვიური ვაკეა (დიღმის ვაკე). უფრო სამხრით, მტკვრის ხეობაში, კარგადაა გამოხატული ტერასული საფეხურები, რზეც გაშენებულია თბილისი. ქალაქს აღმით, მდ. მტკვრის პარალელურად, მიუყვება მტკვრის ძვ. ხეობა, სადაც ადრე მცირე მლაშე ტბები იყო, ახლა კი, სამგორის სარწყავი სისტემის აგების შემდეგ, თბილისის წყალსაცავია. თ. ქში მტკვარს მარჯვნიდან ერთვის მდები: დიღმისწყალი, ვერე და წავკისისწყალი, მარცხნიდან – გლდანისხევი და ლოჭინისხევი. ტბებიდან აღსანიშნავია ლისისა და კუს ტბები. თ. ქ. ოდესღაც ტყით იყო შემოსილი, რიც ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ მთის კალთების მაღალ, ძნელად მისადგომ ნაწილებში. ქვაბულის ფსკერი კულტ. მცენარეულობას უჭირავს, გავრცელებულია აგრეთვე ჯაგეკლიანი სტეპი. აქაიქ ტუგაის (ჭალის) ტყეებია. ლ. მარუაშვილი.