აბოვიანი ხაჩატურ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
13:58, 23 აპრილი 2021-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search
აბოვიან ხაჩატურ.

აბოვიანი ხაჩატურ (1805, სოფ. ქანაქერი, ერევანთან, – 1848), სომეხი მწერალი, განმანათლებელი, პედაგოგი, ფოლკლორისტი, ეთნოგრაფი. ახ. სომხ. ლიტ-რისა და ახ. სალიტ. ენის ფუძემდებელი.

სწავლობდა ეჩმიაძინში (1814–21), შემდეგ თბილისში, ნერსესის სემინარიაში, 1830–36 დერპტის (ტარტუ) უნ-ტში. სომხეთში ჩასულს რეაქციულ-კლერ. წრეები მტრულად შეხვდნენ. იგი თბილისში გადმოვიდა. 1837–43 მუშაობდა სამაზრო სასწავლებლის ზედამხედველად. 1843–48 ა. ერევანში ცხოვრობდა. 1848 წ. 2 (14) აპრილს სახლიდან გავიდა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა. -მა თბილისში მოღვაწეობის წლებში (1836–41) შექმნა თავისი ძირითადი თხზულებები: ისტ. რომანი „სომხეთის ჭრილობა“ (დაიწერა 1841, გამოქვეყნდა 1858), რ-იც ხალხთა შორის მეგობრობას ქადაგებს; ქართვ., აზერბ. და სომეხი ხალხების მეგობრობისადმია მიძღვნილი მოთხრობები: „უკანასკნელი გამოსათხოვარი მძლეთა მძლე მეფე ერეკლეს“, „ხმა ღაღადისა...“, „აზარფეშა“, „თათრის გოგო“, „სონა - უბედური გოგო“ და სხვ.


                                                                                                                                                                                  ა.ხარატიანი.

თხზულებები:

1. Երկերի լիակատար ժողոկածռւ, հ. 1 – 10 Ե., 1947– 61; სომხეთის ჭრილობა, თბ., 1960.

ლიტერატურა:

1. Абов Г., Хачатур Абовян. Жизнь и творчество, Ер., 1948; Мурадян Г., Современники о Хачатуре Абовяне, Ер., 1941.