აბრაჰამ II

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბრაჰამ II, აბრამ აბალაკი, აღმ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1492– 97.

ზრუნავდა მცხეთის საკათოლიკოსო მამულების გაზრდა-გაფართოებაზე. განსაკუთრებით ცნობილია მის მიერ გატარებული ღონისძიებები მცხეთის კუთვნილი მეტეხის ღვთისმშობლის მონასტრის მეურნ. გასაფართოებლად.

ლიტ.: ლომინაძე ბ., XV საუკუნის საქართველოს ქრონოლოგიიდან, კრ.: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966.


ბ. ლომინაძე.