,,ახალი ძალა"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
14:51, 19 ივნისი 2021-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: „ახალი ძალა“, ორკვირეული ჟურნალი, ეროვნულ-დემოკრატიული ახა...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

„ახალი ძალა“, ორკვირეული ჟურნალი, ეროვნულ-დემოკრატიული ახალგაზრდობის მთავარი კომიტეტის ორგანო, გამოდიოდა თბილისში 1918 – 19.

ხელს აწერდა სარედაქციო კოლეგია. ჟურნალი მიზნად ისახავდა ბრძოლის გაშლას ერის კეთილდღეობისათვის, რესპუბლიკის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობი- სათვის. დაბეჭდილია სტუდენტი ავტორების ბ. გორდეზიანის, ვ. ზაალიშვილის, გ. ფერაძის, გ. მერკვილაძის, ე. პატარაძისა და სხვათა სტატიები, რ-ებშიც ხაზგასმულია, რომ საქართველოს სრული პოლიტ. თავისუფლება მაშინ იქნება უზრუნველყოფილი, თუ ქვეყანა ეკონომიკურად აღორძინდება.

ერთ-ერთ გადაუდებელ ამოცანად დასახელებულია ეროვნული სიმდიდრის დაგროვება და მისი განვითარება. გამოქვეყნდა ე. მეგრელიშვილისა და ლ. მაჭავარიანის ლექსებიც.


დ. შანშიაშვილი.