ზაქარია რიტორი (დაახლ. 482 – დაახლ. 560), ბიზანტიელი ისტორიკოსი და მოაზროვნე. მისი „ისტორია” შეიცავს საყურადღებო ცნობებს ბიზანტ. ისტ. შესახებ 436-იდან 491-მდე. იყო მონოფიზიტური მიმდინარეობის წარმომადგენელი. მის ნაშრომში შემონახულია უაღრესად საყურადღებო ცნობები მაიუმასის ეპისკოპოსის პეტრე იბერის შესახებ, რ-საც „მსოფლიოში განსაცვიფრებლად სახელგანთქმულ ადამიანს” უწოდებდა.
პუბლ.: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 3, ტფ., 1936.
ლიტ.: კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1980; Нуцубидзе Ш. И., Тайна Псевдо-Дионисия Ареопагита, Тб., 1942; Пигулевская Н. В., Сирийские источники по истории народов СССР, М.–Л., 1941.