დადიაში

დადიაში, მთა მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, სვანეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში. სიმაღლე ზ. დ. 3536 მ. აგებულია ლიასური თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით.

მთაზე არის მცირე ზომის მყინვარი. კალთები ძლიერ დანაწევრებული და გაშიშვლებულია.

შემორჩენილია რელიეფის ძველი მყინვარული ფორმები.