ზაქარიაძე ანასტასია თენგიზის ასული

ზაქარიაძე ანასტასია თენგიზის ასული (დ. 27. VI. 1954, თბილისი), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2002). დაამთავრა თსუ-ის დას. ევროპის ენების და ლიტ-რის ფაკ-ტი ანგლისტიკის სპეციალობით (1976), ასპირანტურა ფილოს. სპეციალობით (1984). 1988–2006 იყო ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის ფილოს. და ფსიქოლ. ფაკ-ტის ფილოს. თანამედროვე პრობლემების კვლევის სამეცნ. ცენტრის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი, 1988–2002 – თსუ-ის ეთიკისა და რელიგიათმცოდნეობის კათედრის დოცენტი, 2002–06 – ამავე კათედრის პროფესორი, 2006-იდან – ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი, 2005–09 – ამავე უნ-ტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი; სამსახურის უფროსი. პედ. საქმიანობასთან ერთად იკვლევს პრაქტ. ფილოსოფიისა და ფილოს. ისტორიის პრობლემებს – ამერ. ფილოსოფიის, ესთეტიკის, ეთიკის, ბიოეთიკის, ქრისტ. ეთიკის საკითხებს. არის მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. 4 მონოგრაფიის, 2 სახელმძღვანელოსა და 1 მეთოდური რეკომენდაციის ავტორი.

თხზ.: მხატვრული სიმბოლოს ბუნებისათვის, თბ., 2008; ნარკვევები ამერიკულ ფილოსოფიაში, თბ., 2009.