ზაჰირ ალ-დინ ნიშაბური

ზაჰირ ალ-დინ ნიშაბური (გ. დაახლ. 1186 ან 1187), ირანელი ისტორიკოსი. სპარს. ენაზე დაწერა ისტ. თხზულება „სელჩუკნამე”, რ-შიც გადმოცემულია სელჩუკიანთა გენეალოგია, დიდი სელჩუკებისა და ერაყის სელჩუკიანთა ისტორია. ამ დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლის თოღრულ III-ის ტახტზე ასვლამდე (1177). თხზულებაში საინტერესო ცნობებია სამხრ. კავკასიის ქვეყნებში, კერძოდ, საქართველოში სელჩუკიანთა შემოსევის შესახებ.

რ. კიკნაძე