ზებედე II, აღმ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1610–11. ქართლის მეფის ლუარსაბ II-ის თანხმობით ზ. II-მ საკათოლიკოსო აზნაურებს ქონებრივი ძლიერების მიზნით 1610 წ. ყმა-მამულები უბოძა და სათანადო წყალობის წიგნებიც გადასცა.
ლიტ.: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.