ზეგაანი, სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მუკუზნის თემში (კახეთის მხარე), გომბორის ქედის ჩრდ.-აღმ. მთისწინეთში, მდ. ჭერმისხევის (ალაზნის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 460 მ, გურჯაანიდან 10 კმ, მუკუზნიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 3 კმ. 610 მცხ. (2002). ზ-ის მახლობლადაა ზეგაანის მონასტერი.