ზეგანი, სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტის იფარის თემში (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე), სვანეთის ქედის ჩრდ. კალთის ძირას, მდ. ენგურის მარცხ. ნაპირზე, ლასილის შესართავთან. ზ. დ. 1650 მ, მესტიიდან 19 კმ. 117 მცხ. (2002). სოფელში დგას ღვთისმშობლის ეკლესია („ლამარია”). აშენების თარიღი უცნობია. ერთნავიანი შენობა ნაგებია ქვითა და შირიმის თლილი კვადრებით. აქვს 2 სარკმელი და ერთი შესასვლელი. ინტერიერში არის კანკელი. იატაკი ფიცრისაა, გადახურულია ყავრით.