ზედა აღვი, სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე), ცაგერის ქვაბულის სამხრ. ნაწილში, მდ. ცხენისწყლის ხეობაში. აღვის თემის ცენტრი (სოფლები: ზ. ა., კენაში, ქვედა აღვი, შუა აღვი). ზ. დ. 660 მ, ცაგერიდან 12 კმ. 50 მცხ. (2002). იხ. აგრეთვე სტ. აღვი.