ზედაზენი, მთა საგურამოს ქედზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე 1178 მ. აგებულია მეოტურ-პონტოური კონტინენტური კონგლომერატებით, ქვიშაქვებისა და თიხების შუაშრეებით. კალთები დამრეცია, მცირედ დანაწევრებული. შემოსილია მთის ყომრალ ნიადაგზე გავრცელებული ფართოფოთლოვანი ტყით (მუხა, რცხილა, წიფელი).
მ. უთმელიძე