ზედა ღვარდია, სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ცახის თემში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე), რაჭის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. რიონის მარცხ. მხარეს. ზ. დ. 650 მ, ამბროლაურიდან 27 კმ. 91 მცხ. (2002). ზ. ღ. ძველად სოფ. ღვარდიის ნაწილი იყო, შემდეგ ცალკე გამოეყო. წყაროებში XVI ს. II ნახევრიდან იხსენიება ზეღვარდიის სახელწოდებით.
თ. ბერაძე