ზედა შავრა

ზედა შავრა, სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ნამანევის თემში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე), რაჭის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. შარეულის (რიონის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1100 მ, ამბროლაურიდან 30 კმ. 136 მცხ. (2002). სოფლის განაპირას იდგა XI ს. დასაწყისის კვერთის წმ. გიორგის ერთნავიანი ეკლესია – ამჟამად დანგრეულია. მეორე – ღვთისმშობლის, აგრეთვე ერთნავიანი ეკლესია განვითარებულ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. თავდაპირველად მცირე ზომის ნაგებობა XIX ს-ში გაუფართოებიათ. სოფლის მიდამოებშია ე. წ. ლეკნარის წმ. გიორგის სამონასტრო ანსამბლი.